თურქული პრესა 22.01. 2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

193704
თურქული პრესა 22.01. 2015


მიმოხილვას გაზეთ ”აქშამ”-ით დავიწყებთ, რომელიც ფართო ადგილს უთმობს ნობელის პრემიის ლაურეატის ჟოზეფ სტიგლიტზის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც თურქეთი განაგრძობს მზარდი ეკონომიკის გზით სიარულს. ჩინეთის აფრიკაში გამდიდრება ბევრად გამოადგა თურქეთს.
თურქეთის თვითმყოფადობა აფრიკაში უფრო განმტკიცდება.
გეოპოლიტიკური ცვალებადობის შესაბამისად 2015 წელში თურქეთი გადაიქცევა შანსიან ქვეყნად-წერს გაზეთი ჟოზეფ სტიგლიტზის სიტყვების შესახებ.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით, მსოფლიოს უდიდესი საბაჟოს განყოფილებები გაიხსნება სტამბოლში.
მესამე აეროპორტში, რომლის მშენებლობა ჯერ ისევ გრძელდება, 120 მილიონი ევროს ინვესტიციით მსოფლიოს ყველაზე უდიდესი საბაჟო კომპლექსი გაშენდება.
53 ათას კვადრატულ მეტრზე გაიხსნება მაღაზიები. კომლექსი, თავის ჭერ ქვეშ მოაქცევს 400-დე ბრენდს, უზრუნველყოფს 7 ათასი ადამიანის დასაქმებას, აღჭურვილი იქნება ახალი ტექნოლოგიით.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს, რომ თურქეთში ყველაზე მეტ საცხოვრებელ ბინებს ყიდულობენ უცხოელები, 10 ოლქში ნაყიდი ბინებიდან 9 სანაპირო ქალაქებშია.
ყველაზე მეტი სახლების ყიდვა ხდება ანტალიაში, სტამბოლსა და აიდინში.
2014 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში გაიყიდა 17 ათას 104 ბინა.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ თურქეთის წითელი ნახევარმთვარის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმოწერილი პროტოკოლის კონტექსტში, იმ სისხლის კიბოთი დაავადებული ავადმყოფებისთვის, რომელთაც ოჯახებში არ ექნებათ დონორი, იმედისმომცემი იქნება თურქეთის ღეროვანი უჯრედების საკოორდინაციო ცენტრი (TÜRKÖK). პროექტი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა, იმედის მომცემი იქნება მსოფლიოსთვისაც.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი კი წერს, რომ TAV-ის საინფორმაციო ტექნოლოგიურმა ცენტრმა, 50 მილიონ დოლარად დაიმსახურა მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერმინალის აბუ დაბის აეროპორტის ტერმინალისთვის გახსნილი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტენდერი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები