19.01.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

189600
19.01.2015 თურქული პრესა


მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც IFOP-ის კვლევითი კომპანიის საანკეტო გამოკითხვით, ფრანგი ხალხი ორად გაიყო. ერთი ნაწილი, ეი. 50 %-ი, უარყოფით რეაქციას გამოთქვამს ჟურნალ ”შარლი დებლო”-ს წმინდა მუჰამედის კარიკატურის მიმართ და აღნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს საზღვარი უნდა გააჩნდეს სიტყვის თავისუფლებასაც, მათგან ერთი ნაწილი, ე.ი. 42 %-ი კი საჭიროდ მიიჩნევს გათვალისწინებულ იქნეს როგორი შედეგების გამოწვევა შეუძლია კარიკატურას, არ უნდა მოახდინოს მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნება.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს ვიცე პრემიერის ალი ბაბაჯანის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც, ბაბაჯანმა გ-20-ების თანა თავჯდომარეობის პროცესისთვის შეფასების მიცემისას, აღნიშნა, თურქეთი ამ საპატიო მოვალეობით, ავიდა მსოფლიო ეკონომიკის და ფინანსის დღის წესრიგის განმსაზღვრელ პოზიციამდე.
ნოემბერში ჩაატარებენ გ-20-ების სამიტს. იმისათვის, რომ მოახდინონ პრობლემების მოწესრიგება და არ მოხდეს სარისკო მდგომარეობის შექმნა ყველანაირი ნებისყოფა უნდა გამოიჩინონ ლიდერებმა.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ითვალისწინებს ანტარქტიდისთვის აკადემიური ცენტრის შექმნას. იმისათვის, რომ სიტყვა ეთქმოდეს ჩრდილოეთის (არქტიკის) და სამხრეთის (ანტარქტიდის) პოლარული რეგიონების მომავლის შესახებ, ჩაატარებს მეცნიერულ გამოკვლევებს. დედამიწისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან, ანტარქტიდაში თურქეთის გასაშენებელი სამეცნიერო ბაზის სამუშაოებთან დაკავშირებით შეიქმნა პოლარული კვლევითი ცენტრი.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს:- იმისათვის რომ უფრო მეტი აღიარება მოიპოვოს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში, თურქეთის ხილ-ბოსტნეულის ექსპორტში ყველაზე მნიშვნელოვანმა ციტრუსოვანმა მცენარეებმა, შედეგი გამოიღო მუშაობამ. ყველაზე მეტი ციტრუსის ექსპორტირება 942 მილიონ 212 ათას 767 დოლარის ოდენობით ხდება რუსეთში. თურქეთს, ამ პროდუქტის იაპონიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის გაცნობით სურს უფრო გააძლიეროს სექტორი.
საინტერესო თემას აცნობს თავის მკითხველს გაზეთი ”საბაჰ”-ი და აღნიშნავს, რომ გერმანიამ, სადაც მოსახლეობის 5 %-ს მუსლიმანები შეადგენენ, გამოყო სამი მილიონი ევროს რეზერვი. ორი სახელმწიფოს გერმანია-თურქეთის ახალგაზრდების დაახლოების მიზნით. გერმანიის სტიფტუნგ მერკატორის (Stiftung Mercator) ფონდი, სხვადასხვა გაცვლითი პროექტებით, 2015 წელში სულ ცოტა 10 ახალი პროექტით ითვალისწინებს 200 ახალგაზრდის ერთმანეთთან დაახლოებას, 2018 წლის გეგმით კი გათვალისწინებულია 10 ათასი ახალგაზრდის კონტაქტი.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები