თურქული პრესა 18.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

188423
თურქული პრესა 18.01.2015



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ გუშინ სიტყვით გამოვიდა თავისი პარტიის აიდინის და მუგლას კონგრესებზე და შეფასება მისცა რა ფრანგულ სატირულ ჟურნალ “Charlie Hebdo“-ზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თქვა, რომ მართალია ისიც მონაწილეობდა პარიზში გამართულ მსოფლიო ლიდერთა სოლიდარობის მარშში, მაგრამ, არავის უფლებას არ მისცემენ ვინმეს მხრიდან მუსლიმანური რელიგიის ფუძემდებლისა და ღმერთის შუამავალ წმინდა მუჰამედის შეურაცხყოფას

ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით ევროპის ქვეყნები, კონკრეტულად კი საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და ჰოლანდია ტერორის განგაშზე გადავიდნენ და ერთდროული ოპერაციებით ათეულობით ეჭვმიტანილი დააკავეს. ამ ქვეყნების დაზვერვის განცხადებით 20-მდე პატარა დაჯგუფების 180-მდე წევრი უკვე მზადაა ტერაქტების განხორციელებისათვის და თუ სასწრაფო პრევენციულ ზომებს არ მიიღებენ, მაშინ, ვერ აიცილებენ მორიგ სისხლისღვრებს

იენი შაფაკის ცნობით თურქეთის მთავრობა ახალ-ახალ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის და ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეებში მიღებულ დადგენილებას, რომლითაც თურქეთის საავტომობილო მრეწველობა დამხმარე, ე.ი. ქვე ინდუსტრიის სფეროშიც მძლავრ ნაბიჯებს გადადგამს და ყველანაირ სათადარიგო ნაწილს თვით თურქეთშივე დაამზადებენ, რითაც მილიარდობით თანხა ქვეყნის შიგნით დარჩება რა, სათადარიგო ნაწილების იმპორტს ჯერ ეტაპობრივად შეამცირებენ, შემდეგ კი მთლიანად შეწყვეტენ

ვათანის კორესპონდენტი ზამთრის საკურორტო ქალაქ ბურსადან იუწყება, რომ დიდ თოვლიანობამ აქ გაახარა ზამთრის სპორტის მოყვარულები და ულუდაღის სათხილამურო კომპლექსს მიაწყდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებიც. ამავე ცნობით თოვლის საფარის სისქემ უკვე 3 მეტრს მიაღწია და ყველაზე მეტი ტურისტები არაბული ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ რა, სასტუმროებში ჭირს ადგილების მოძებნა

“აჰუიზოტლის გენები სიცოცხლეს 60%-ით აგრძელებენ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში და მასში ვკითხულობთ: შვეიცარიელმა მეცნიერ-მკვლევარებმა აჰუიზოტლის სახელწოდების გენს მიაგნეს, რომელიც სპობს და ანადგურებს ცოცხალ ორგანიზმში არსებულ არაჯანსაღ უჯრედებს. ეს გენი უკვე გამოსცადეს ცხოველებზე, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობამ 60%-ით მოიმატა. მეცნიერთა აზრით თუ ამ გენებს ახლა წარმატებით გამოსცდიან ადამიანებზეც, მაშინ, შეიძლება მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 120 წლამდე გაიზარდოს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები