თურქული პრესა -15.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

186287
თურქული პრესა -15.01.2015


თურქული გაზეთების გაცნობას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ 2015 წელი ეს იქნება თურქეთის წელი. ახლა მსოფლიოს ყურადღება თურქეთის მზარდი ეკონომიკისკენ არის გადატანილი.
2014 წელი თურქეთის ეკონომიკამ 3 %-იანი ზრდით დაასრულა. მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის ფრანცისკა ოჰნსორგეს აზრით, ნავთობზე ფასის დაკლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თურქეთის ეკონომიკის ზრდას.
შემცირდება მიმდინარე წლის ანგარიშის დეფიციტი და ინფლაცია. 2015 წელი ეს იქნება თურქეთის წელი.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ თურქეთ-ირანს შორის გაშენდება სარკინიგზო მაგისტრალი. სტატიის ცნობით, განვითარების მინისტრი ჯევდეთ ილმაზი შეხვდა ირანის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს და მის თანმხლებ წარმომადგენელთა ჯგუფს. ირანის და თურქეთის ურთიერთობა მრავალ საუკუნეებს მოითვლის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ სახელმწიფოს შორის ახალი რკინიგზის მაგისტრალის გაშენება.

გაზეთი ”აქშამ”-ი წერს, რომ გარემო ნარჩენებისგან 2,5 მილიარდი თურქული ლირის შემოსავალი იქნა მიღებული. 2014 წლიდან მოყოლებული 1450 ტონამდე ავიდა გარემო ბუნების ნარჩენი, რომელიც წლიურად თურქეთს 2,5 მილიარდი ლირის დამატებით ღირებულებას შესძენს.
მათგან 550 ტონა ნარჩენი არის ბატარეების, 66 ათასი ტონა აკუმლიატორის, 118 ტონა უვარგისი საბურავების.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით იოზგათიდან ხდება არაბულ ქვეყნების ჩათვლით რიგ სახელმწიფოებში თევზის ექსპორტი. გასულ წელს ექსპორტირებულ იქნა 300 ტონა თევზი.
თურქეთის ყველაზე დიდი ზეთისხილის საწარმოს გახსნის შესახებ წერს გაზეთი ”სტარ”-ი. აღნიშნავს, რომ გომეჩის რაიონში 15 მილიონის ოდენობის თურქული ლირის ინვესტიციით გაიხსნა ეს საწარმო, რომელიც ზეთისხილის სექტორს სათანადო შემოსავალს შესძენს. ზეთისხილის ორჯერ გარეცხვით, უფრო ჰიგიენურად მოხდება სუფთა და ხარისხიანი ზეთის გამოხდა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები