12.01.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

181991
12.01.2015 თურქული პრესა

12.01.2015 თურქული -პრესა
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
დღეს, თურქული პრესის გაცნობას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრის ფიქრი იშიკის სიტყვების შესახებ. აღნიშნავს, რომ თურქეთმა 2014 წელში მოახდინა მილიარდი დოლარის ინფორმაციის ექსპორტირება. ყველაზე მეტი ინფორმაციის ექსპორტირება მოხდა პროგრამულ სისტემაში. ამჟამად ამზადებენ პროგრამული სტრატეგიის დოკუმენტს. ითვალისწინებენ ახალი საგზაო რუკის გამოცემას. ამ სფეროში, ინვესტიციის დაბანდების მოთხოვნის მიმართვა მოუვიდათ რამდენიმე გლობალური ფირმისგან.
გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ის ცნობით, დაკონკრეტდა თურქეთის ეროვნული სამხედრო თვითმფრინავი. პრემიერ-მინისტრის დავუთოღლუს თავჯდომარეობით ეროვნული მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე არჩევანი შეჩერდა ორ ძრავიან FX-1-ის მოდელზე. მართალია იგი ძვირად ღირებულია, მაგრამ სიდიდით გამოირჩევა სხვებისგან, აქვს უფრო მეტი იარაღის დატვირთვის უნარი, მაღალი სიჩქარის განვითარება და მაღალი სპექტრი.
თვითმფრინავს, ყველანაირი დანადგარის გარდა, აქვს აქტიური ელექტრონული სკანირების უნარი.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის 2015 წლის პირველ კვარტალში მომსახურებაში გადავა 300 მილიონი დოლარის თერმალი, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი თერმალური წყლის თავისებურება. ”Yalova Termal Palace”-ი მხოლოდ მასპინძლობას გაუწევს სახელმწიფო მეთაურებს და მათ მეუღლეებს. მას გააჩნია ასევე საპრეზიდენტო სუიტიც. ამით მოხდება 'Yalova Termal Palace-ის პროექტის ცხოვრებაში გატარება.
გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით საავტომობილო სექტორი ემზადება ისტორიული რეკორდი დაამყაროს წარმოებასა და ექსპორტში. საავტომობილო მწარმოებლების ასოციაციის თავჯდომარის ქუდრეთ ონენის განცხადებით, სწრაფი ტემპით დაიწყეს მუშაობა მიმდინარე წელშიც. გაზარდეს ინვესტიციები და წარმოების მოცულობაც.
გაზეთი ”ჰურრიეთ’-ი ეყრდნობა რა New York Times-ის მონაცემებს, აღნიშნავს, რომ თურქეთის ცნობილი საკურორტო ცენტრებიდან ანტალიის ქაშის რაიონი, ყველაზე საუკეთესო დასასვენებელი ადგილების მომცველ სიაში აღმოჩნდა 31-ე ადგილზე.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები