თურქული პრესა 11.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

180849
თურქული პრესა 11.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ისლამოფობიურმა წრეებმა, რომლებმაც საფრანგეთში მომხდარი ტერაქტი მუსლიმების წინააღმდეგ ახალ მტრობის ტალღად აქციეს, დასავლური მედიის საშუალებით ევროპული საზოგადოება ისლამური სამყაროს წინააღმდეგ აამოქმედეს. ინფორმაციის მიხედვით, დისკრიმინაციამ, რომელიც მანამდე თავს იჩენდა ქსენოფობიის სახით, ამ დღეებში ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ მტრობის სახით ფორმირება განიცადა. 

გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „მუსლიმმა მოლარემ ებრაელები გადაარჩინა“, რომლის თანახმადაც, პარიზში ებრაელთა მარკეტზე განხორციელებული თავდასხმის დროს სუპერმარკეტის მოლარემ, წარმოშობით მალიდან მუსლიმმა ახალგაზრდამ, 15 ადამიანის სიცოცხლე იხსნა და მათგან ერთი ერთი თვის ჩვილი იყო. გაზეთის მიხედვით, თავდამსხმელ ამადი კულიბალის მარკეტში შეჭრისა და ცეცხლის გახსნის დროს ახალგაზრდამ 15 ადამიანი სუპერმარკეტის სამაცივრე განყოფილებაში დამალა, მაცივარი გამორთო და მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდა, ისინი გარეთ გამოიყვანა და ამისათვის ყველა მათგანი მუსლიმი ახალგაზრდის მადლობელია.

საბაჟოებისა და ვაჭრობის მინისტრის ნურეთთინ ჯანიქლის განცხადებით, ერაყის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების რაოდენობა უმოკლეს დროში ოთხამდე გაიზრდება - წერს გაზეთი „ვათანი“. გაზეთის ცნობით, ერაყთან ამჟამად მხოლოდ ერთი ჰაბურის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, რომელიც საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს. მინისტრის განცხადებით, ჰაბურის სასაზღვრო პუნქტით ყოველ დღიურად საშუალოდ 4 ათასი მანქანა სარგებლობს, ეს უკვე უმაღლესი ზღვარია, იგი მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება და ამის გამო ერაყის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების რაოდენობას უმოკლეს დროში გაზრდიან.

გაზეთ „საბაჰ“-ს მოჰყავს მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის ფიქრი იშიქის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა 2014 წელში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ინფორმაციის ექსპორტი განახორციელა და ეს ციფრი 2015 წელში კიდევ უფრო გაიზრდება.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, თურქმა მეცნიერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, მსოფლიოს მუსლიმ მეცნიერთა გაერთიანების თამჯდომარეს, იუსუფ კარდავის, რომელიც ეგვიპტის მთავრობის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნება. გაზეთის ცნობით, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა სახის ზომა უნდა იქნას გატარებული იმისათვის, რათა ეს მუსლიმი მეცნიერი გადატრიალების მომწყობი ეგვიპტის ხელისუფლების მოწყალების ამარად არ იქნას დატოვებული. განცხადებას კი ხელს 30 მეცნიერი აწერს.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები