თურქული პრესა 09.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

178412
თურქული პრესა 09.01.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბექჩი სიტყვით გამოვიდა ანკარაში მიმდინარე ელჩების მე-7 კონფერენციაზე და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ეკონომიკური და კომერციულ განვითარების ხელახალი ჩამოყალიბება ხდება და ამ რეგიონის ცენტრში მდებარეობს თურქეთიც, ამიტომაც ანკარაც უნდა შევიდეს ახალი მსოფლიოს შემქმნელთა სიაში, რამეთუ მისი ეკონომიკა კარგა ხანია რაც პასიური მდგომარეობიდან გამოვიდა და გახდა მყარი და ეფექტური ეკონომიკის მქონე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც უკვე სხვისი მითითებებით კი არ მოქმედებს, არამედ თვით იძლევა უკვე მითითებებს

“აშშ ამცირებს სამხედრო ბაზების რაოდენობას“, ასეთი სახელწოდების სტატი იპყრობს ყურადღებას აქშამში და მასში ვკითხულობთ: პენტაგონის განცხადებით ვაშინგტონი ევროპაში არსებული სამხედრო ბაზების რეორგანიზაციას იწყებს და მის ფარგლებში სულ 15 სამხედრო ბაზას დახურავს რა, მათ მასპინძელ ქვეყნებს გადასცემთ. ჯერ ჯერობით არ არის დაკონკრეტებული, ამერიკა დახურავს თუ არა თურქეთში მოქმედ ინჯირლიკის ბაზას, რომელიც ქალაქ ადანის მახლობლად მდებარეობს, წერს აქშამი

საბაჰი გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მხრიდან შედგენილ მსოფლიო ლტოლვილთა რაოდენობის ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თურქეთი მსოფლიოს რიგით მეოთხე სახელმწიფო გახდა ლტოლვილთა რაოდენობით. ამავე ანგარიშით ლტოლვილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე პაკისტანი დგას, სადაც მილიონობით ავღანელი აფარებს თავს. ამავე ანგარიშით 1000 კაცზე ლტოლვილთა ოდენობის გაანგარიშებით პირველ ადგილზე ლიბანია, სადაც ათას კაცზე თხუთმეტი ლტოლვილი, ხოლო თურქეთში კი 11 კაცი მოდის

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი აშუქებს თურქეთის საავტომობილო მრეწველობის დეკემბრის თვის მაჩვენებლებს და წერს, რომ გასულ თვეში თურქეთში მთლიანობაში 767 ათასი ავტომობილი გაიყიდა, რაც 146 ათასით მეტია გასული წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით. ასე, რომ დეკემბერი ისტორიული რეკორდით დაასრულეს თურქმა ავტომობილების მწარმოებლებმა, წერს სტარი

საბაჰის სპორტული გვერდის მიხედვით თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მეტად ცუდი პერფორმანსი აჩვენა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ამჟამად მიმდინარე საკვალიფიკაციო მატჩებში, 4 თამაშში სულ 4 ქულა მოაგროვა, რის გამოც FIFA-ს მსოფლიო კვალიფიკაციაში მხოლოდ 640 ქულა მოაგროვა და 48 ადგილს დასჯერდა. ხსენებულ კვალიფიკაციაში პირველ ადგილზეა ბოლო მსოფლიო ჩემპიონი გერმანია, ხოლო მეორე ადგილზე არგენტინაა, ვკითხულობთ საბაჰში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები