08.01.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

177078
08.01.2015 თურქული პრესა


დღესაც თურქული გაზეთების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
გაზეთი ”რადიკალ”-ი წერს, რომ თურქეთმა მკაცრი რეაქცია გამოთქვა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ თავდასხმის მიმართ, რომელმაც 12 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ და კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ომარ ჩელიკმა. აღნიშნეს, რომ თურქეთი გმობს ყველანაირ ტერ-აქტს, იგი არის მთელი კაცობრიობისადმი მიმართული ტერ-აქტი.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის სიტყვებზე. მისი განცხადებით, თურქეთი არის იმ სამი სახელმწიფოდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტ დახმარებას უწევს ევროკავშირს.
ენერგეტიკის ქვესათაურის გახსნის მიუხედავად, მართალია პოლიტიკური ამბიციების გამო თურქეთი ვერ შევიდა ევროკავშირში, მაგრამ გაერთიანების 28 წევრს შორის თურქეთი გამოირჩევა ეკონომიკური განვითარებით. სურს ენერგეტიკის სამშვიდობო მიზნით გამოყენება და ამას აკეთებენ თურქეთის თანმიმდევრული პოლიტიკის მიზნით.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით ხმელთაშუა ზღვის წყლებში სამი თვე კვლავ გაზს მოიძიებს "Barbaros Hayrettin Paşa”-ს სახელწოდების გემი. ჩრდილოეთ კვიპროსელი თურქების სახელით სეისმური კვლევითი სამუშაოების წარმმართავ გემს 6 თვით კიდევ გაუგრძელდა მუშაობის ვადა.
ჩრდ.კვპ.თურქ.რესპ-ის პრეზიდენტის დერვიშ ეროღლუს განცხადებით ეს გადაწყვეტილება მიიღეს სამხრეთ კვიპროსელი ბერძნების საკითხისადმი უარყოფითი მიდგომის და მუშაობის გაგრძელების შესახებ განცხადების შემდეგ.
გაზეთი ”აქშამ”-ი ყურადღებას ამახვილებს ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის ლუთფი ელვანის სიტყვებზე. მისი ცნობით თურქეთის სამი დაკიდული ხიდიდან ნისსიბის ხიდი შეამცირებს ადიამანს და დიარბექირს შორის სატრანსპორტო მანძილს. ხიდის მშენებლობაში გამოყენებული ტექნოლოგია ეს არის თურქეთისთვის პირველი, მსოფლიო მასშტაბით კი უნიკალური რამ.
თურქეთმა უკვე მიაღწია მსოფლიოს ყველაზე მოდერნიზებული ტექნოლოგიის გამოყენების დონეს. ხიდით უკვე შესაძლებელი გახდება სამხრეთ აღმოსავლეთ ანადოლიის ერთი ნაწილის დასავლეთთან მიერთება.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ რუსებისთვის თურქეთი არის უცილო სახელმწიფო. განსაკუთრებით შეყვარებულები არიან ანტალიაზე. ანტალიის მერიის და ტურისტული ბაზის დირექტორატის მონაცემებით, 2014 წელში თურქეთში შემოსული ტურისტების რაოდენობა, 2013 წელთან შედარებით გაიზარდა 3,52 %-ი, გახდა 11 მილიონ 941 ათას 954. მათ შორის ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა რუსეთიდან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები