თურქული პრესა 05.01.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

171819
თურქული პრესა 05.01.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გემ „მავი მარმარაზე“ თავდასხმის შედეგად დაზარალებული ინგლისის 13 მოქალაქის წარმომადგენელმა იურიდულმა ჯგუფმა ლონდონის პოლიციის ომის დანაშაულებების გამოძიების განყოფილებაში გამოძიების დაწყება მოითხოვა. „მავი მარმარზე“ თავდასხმის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით სარჩელის შემტანმა ჯგუფმა ლონდონის პოლიციას „მავი მარმარაზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ისრაელის უმაღლესი რანგის სამხედრო უფლებამოსილების ინგლისში შესვლის შემთხვევაში დაპატიმრება მოითხოვა.

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის განცხადება. გაზეთის თანახმად 2014 წლის საექსპორტო და სავაჭრო მონაცემების შეფასების გაფართოებულ გამგეობის საბჭოს შეხვედრაზე ზეიბექჩიმ აღნიშნა, რომ თურქეთმა 2014 წელში ექსპორტში რეკორდი დაამყარა და 157,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზეიბექჩის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების იმპორტი მთლიანობაში 1%-ით, თურქეთის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში კი თითქმის 11%-ით გაიზარდა.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ევროპაში, რომელსაც ეკონომიკური კუთხით რთული წელი ჰქონდა, განხორციელებული ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 10,5 %-ით შემცირდა და მთლიანი ინვესტიციების 51% აზიის ქვეყნებში ჩაიდო. წლის პირველ 10 თვეში აზერბაიჯანში განხორციელებული ინვესტიციები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ოთხჯერ გაიზრდა და 1 მილიარდ 892 მილიონ დოლარს მიაღწია.

ASELSAN-მა გასულ წელში ურუგვაის სახმელეთო ძალებთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში მობილურ სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემაზე დაწყებული მუშაობა დაასრულა - წერს გაზეთი „აქშამი“. აქვე აღნიშნულია, რომ მობილური საზღვრის უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ყველა პირობებში შეუძლია თვალთვალის განხორციელება, ურუგვაის უკვე გადაეცა.

და ბოლოს, გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თხილის ექსპორტში რეკორდი დამყარდა“, რომლის თანახმადაც, თურქეთმა, რომლის ხელშიც მსოფლიო თხილის წარმოების 75%-ია, 110 ქვეყანაში განხორციელებული თხილის ექსპორტით 2 მილიარდ 314 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. თურქეთმა 2013 წელში 105 ქვეყანაში დაახლეობით 275 ათასი ტონა გარჩეული თხილი გაიტანა, რის სანაცვლოდაც 1 მილიარდ 760 მილიონი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები