თურქული პრესა 02.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

168576
თურქული პრესა 02.01.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც დღეს მთელი ისლამური სამყარო ალლაჰის ბოლო შუამავლისა და ისლამური რელიგიის ფუძემდებლის, წმინდა შუამავალ მუჰამედის დაბადების 1444-ე წლისთავს აღნიშნავს და მას მუსლიმანები მევლიტ კანდილად მოიხსენიებენ

სტარი თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ანგარიშს ეხება, რომელშიც ევროპის ქვეყნებში გავრცელებულ ისლამოფობიას უკეთებენ ანალიზს და წერენ, რომ გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეციაში, საფრანგეთსა და ბულგარეთში არსებული რასისტული მიდგომები ამ ბოლო ხანებში ისლამურ მტრობაში გადაიზარდა. ამის მაგალითად კი კომისიას მოჰყავს ხსენებულ ქვეყნებში მეჩეთების გადაწვის, მეჩეთების კედლებზე მტრული მესიჯების წარწერების ან ღორის ხორცის ჩამოკიდების, წმინდა წიგნ ყურანის გადაწვის და სხვა მრავალი მსგავსი ფაქტები. “ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ არც ერთგან დამნაშავეები არ იქნენ დასჯილნი, რამაც გაათამამა ისინი და უფრო მოუმატეს დისკრიმინაციულ ქმედებებს. “სწორედ ამის შედეგია მარტო გერმანიაში ამ ბოლო ხანებში 78-მდე მეჩეთის დაწვის მცდელობა. გარდა ამისა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც ისლამურ მოტივებზე კიდევ 60-მდე სხვა თავდასხმაც განხორციელდა“, ხაზგასმულია თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ანგარიშში, წერს სტარი

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ პალესტინის დამოუკიდებლობის პროექტის გაეროს უშიშროების საბჭოში ჩავარდნის შემდეგ პალესტინამ წევრობის წინადადების მოთხოვნით მიმართა საერთაშორისო სასამართლოს და ახლა მისგან ელიან დადებით პასუხს

“ისტორიული რეკორდი ექსპორტში“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას აქშამში და მასში ვკითხულობთ: გასული წელი აქამდე არნახული რეკორდით დაასრულეს თურქმა ექსპორტიორებმა და 2013 წელთან შედარებით 4%-ით გაზარდეს რა 2014 წლის ექსპორტი, მთლიანობაში 157,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს უცხოეთში. ყველაზე მეტი, დაახლოებით 22 მილიარდი დოლარის საავტომობილო პროდუქცია გაიყიდა უცხოეთში რა, აქედან ყველაზე მეტი გერმანიაში, ერაყში, ინგლისსა და იტალიაში გაიყიდა, წერს აქშამი

საბაჰის მიხედვით კი დღეიდან თურქეთ-ირანს შორის შეღავათიანი სავაჭრო პერიოდი იწყება და მის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში საბაჟო გადასახადები შეუმცირდება 140 თურქულ და 125 ირანულ, ე.ი. მთლიანობაში 265 პროდუქციას, რაც სარგებლობას მოუტანს ორივე ქვეყანას და ამ შეთანხმების ფარგლებშივე თურქული სავაჭრო ცენტრი გაიხსნება თეირანში, ვკითხულობთ საბაჰში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები