თურქული პრესა- 07.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

139467
თურქული პრესა- 07.12.2014


დღეს კვლავ თურქული პრესის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრემიერ მინისტრის აჰმედ დავუთოღლის საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამ ქვეყნის პრემიერთან ანდონის სამარასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაზე.
დავუთოღლის განცხადებით, ანკარასა და ათენში არიან ათათურქის და ვენიზოლოსის საერთო სულისკვეთებით მოქმედები ლიდერები.
უკვე აღარ არსებობს მათ შორის რაიმე ფსიქოლოგიური ბარიერი. ამის შემდეგ, მინისტრები ერთმანეთთან შეხვედრისას, აღარ იფიქრებენ იმაზე, თუ მათ ნალაპარაკებს როგორი გაგებით მიუდგება მოპირდაპირე მხარე.
გაზეთი ”აქშამ”-ი კი წერს, რომ თურქეთის ჰუმანიტარულ დახმარებას არა აქვს საზღვარი. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ უყურადღებოდ არ დატოვა ორეგონში მცხოვრები პაიუტი ტომების მოთხოვნა და 700 ოჯახისთვის საკმარისი წყლის ტანკერი მიაწოდა ინდიელებს.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი წერს, რომ აშშ-ში პოლიციის დანაშაულს კიდევ ერთი დაემატა. ლოს-ანჯელოსის პოლიციამ, ჰოლივუდის ბულვარზე მოკლა მჭრელი დანის მქონე ახალგაზრდა. თანაც ინციდენტი მოხდა მრავალი ტურისტის თვალწინ. ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა თეთრკანიანი იყო.
გაზეთი ”საბაჰ”-ი იტყობინება, რომ პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი შეუერთდა თურქეთის ინოვაციის კვირეულის დახურვით სხდომას. თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამჟამად საჭიროა 10 განვითარებული ქვეყნის შემადგენლობაში შესვლისთვის, ინოვაციას დაფუძნებულ წარმოებაზე გადასვლა.
ავიოკომპანიის მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერს გაზეთი ”ვათან”-ი და ამატებს, რომ თურქეთის მასშტაბით მგზავრების რაოდენობამ მიაღწია 155 მილიონს.
გერმანიაში მოკლული თურქი გოგონას თუღჩეს შესახებ წერს გაზეთი ”მილლიეთ”-ი. მისი ცნობით, აღიარებულმა საფეხბურთო კლუბმა ბაიერნმა არ დაივიწყა თუღჩე და მატჩის წინ, წუთიერი დუმილით მიაგო მის ხსოვნას პატივი.
ქალაქის ქუჩებში გიგანტურ ეკრანებზე ისევ დაინახავთ თუღჩეს სურათებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები