თურქული პრესა 06.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

138698
თურქული პრესა 06.12.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ლონდონში მყოფი თურქეთის ფინანსთა მინისტრი მეჰმეტ შიმშექი აქ უცხოელ ინვესტორებს შეხვდა და თქვა, რომ ამ ბოლო ხანებში, კონკრეტულად კი საწვავზე ფასების დაცემის შემდეგ თურქეთში დიდი ოდენობით დაიწყო ფულადი სახსრების და ინვესტიციების დინებამ, რაც იმის მანიშნებელია, რომ უცხოელი ინვესტორები ძალიან ენდობიან თურქეთის საინვესტიციო გარემოს და ბაზრებს

იენი შაფაკი ინტერვიუს აქვეყნებს საავტომობილო მრეწველობის ექსპორტიორთა ასოციაციის თავჯდომარე ორჰან საბუნჩისთან, რომლის თქმითაც მიმდინარე წლის 9 თვის შედეგებით ევროსა და დოლარს შორის პარიტეტში დანაკარგების მიუხედავად მათ მორიგი რეკორდი დაამყარეს ავტომობილების ექსპორტში და წლის ბოლომდე ამ სექტორიდან მიღებულ სუფთა მოგებას 22,5 მილიარდ დოლარამდე აიყვანენ. მისივე თქმით ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ავტომობილი გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში გაიტანეს

აქშამის ეკონომიკური მიმომხილველი უცხოელების მიერ თურქეთში ნაყიდი უძრავი ქონების საკითხს აშუქებს და წერს, რომ არაბი ტურისტები თავიდან თურქეთის სუპერ და ჰიპერ მარკეტებით იყვნენ დაინტერესებულები, ბოლო ხანებში კი ისინი უძრავმა ქონებამ დააინტერესა და მარტო გასულ წელს არაბებმა მთლიანობაში 735 ათასი კვ მეტრის უძრავი ქონება თუ შეიძინეს, მიმდინარე წლის 11 თვეში კი 2 მილიონი კვ მეტრი, რითაც აქამდე ჩემპიონ გერმანელებს გადაასწრეს, ხოლო თვით არაბებს შორის პირველ ადგილზე საუდის არაბეთელები გავიდნენ, რომლებმაც 910 ათასი კვ მეტრის უძრავი ქონება შეიძინეს. მათ კუვეიტელები მოჰყვებიან, რომლებმაც 522 ათასი კვ მეტრი შეიძინეს, წერს აქშამი


რადიკალი კულტურის გვერდზე ჰოლივუდის კინოვარსკვლავ რასელ კროუსთან ინტერვიუს აქვეყნებს. ამ მსახიობმა დაასრულა 'The Water Diviner' სახელწოდების ფილმის გადაღება თურქეთში, რომელიც ეძღვნება პირველი მსოფლიოს ომის პერიოდში ჩანაქკალეს, იგივე დარდანელის სრუტისათვის ანტანტისა და ოსმანეთის არმიის ბრძოლას და ამბობს, რომ დასავლეთს ამ ომით უნდოდა დამოუკიდებელი თურქული სახელმწიფოს ტერიტორიების მიტაცება-ოკუპაცია, ე.ი. აღიარებს, რომ, ანტანტას ბრძოლა ჩანაქკალეში ინტერვენციას წარმოადგენდა და არა თავისუფლებისათვის ბრძოლას, როგორც უხსნიდნენ აქ მებრძოლ ანტანტის ჯარებს ამ ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები. “რა სამწუხაროა, რომ ამ სინამდვილეში მე ფილმის გადაღების შემდეგ დავრწმუნდი და ვერ გავითვალისწინე თურქული მხარის პოზიციები და ინტერესები, რის გამოც ახლა ძალიან მრცხვენია“, აცხადებს ჰოლივუდის კინოვარსკვლავი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები