28.11.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

208715
28.11.2014 თურქული პრესა


გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ რასისზმის წინააღმდეგ აქციების სიმბოლოდ გარდაქმნილმა ფერგუსონამ, არეულობა გამოიწვია აშშ-ში. სოციალური მედიის საშუალებით ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო პალესტინისგან. პოლიციელის მიმართ, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იქნა გასამართლებული, იზრდება უარყოფითი რეაქციები. ინგლისში აქციონერები შეიკრიბნენ აშშ-ის საელჩოს წინ.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს გერმანიაში თავდასხმების გამო კომაში ჩავარდნილი 22 წლის თურქი გოგონას თუღჩეს შესახებ. აღნიშნავს, რომ ორი გერმანელი გოგონას გაუპატიურებისაგან გამომხსნელი თუღჩა, რომელიც თვითონ გახდა თავდამსხმელების მსხვერპლი, კომაში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა თავისავე დაბადების დღეს. გერმანიამ მას მამაცი გოგონა უწოდა. საავადმყოფო გაივსო მხარდამჭერებით. კედლებზე ჩამოკიდებულ იქნა მისი სურათები. თუღჩეს მშობლებმა გამოთქვეს მოწოდება იმ გოგონებმა, რომლებიც თუღჩემ გამოიხსნა, ჩვენება მისცენ სასამართლოს.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის (İSEDAK)გახსნით სხდომაზე გაკეთებული მოხსენების შესახებ. მან მოწოდებით მიმართა ისლამურ სამყაროს, რომ ისლამური სამყაროსთვის ამ ძნელბედობის პერიოდიდან თავის დაღწევის ერთად ერთი გზა არის ერთობა.
უკან უნდა მოიტოვონ ყოველგვარი პიროვნული, ეროვნული თუ სექტანტური საკითხები და უნდა იზრუნონ რეგიონის კეთილდღეობისთვის-წერს გაზეთი ერდოღანის სიტყვების შესახებ.
გაზეთი ”აქშამ”-ის ცნობით, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა ებრუს ხელოვნება. გაზეთი წერს კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომარ ჩელიკის სიტყვების შესახებ, რომელიც აღნიშნავს, რომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ებრუს ხელოვნება შეიტანა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ამ სიაში შეტანილი თურქული შედევრების რიცხვმა 12-ს მიაღწია.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი წერს უეფას ევროპის ლიგის ლ ჯგუფში მოთამაშე ტრაპზონსპორის წარმატების შესახებ, რომელმაც მეტალისტ ხარკოვის გუნდს მოუგო სამით ერთი.
ამავე ლიგის ბ ჯგუფში მოთამაშე ბეშიკთაშმა კი ასტერას ტრიპოლისთან მატჩი დაასრულა 2-2.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები