თურქული პრესა 20.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

199017
თურქული პრესა 20.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ნავთობის მოწოდება, რომელიც მარტში უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე დღეში დაიწყება და დაამატა: „საუბარია ერაყის მიერ გაყიდულ ნავთობზე და შემოსავალზე, რომელიც წვლილს შეიტანს ერაყის ნორმალიზებაში. აუცილებელია ამ სისტემის შექმნა და დაცვა. თურქეთმა ამ გაგებით ყველაფერი გააკეთა, რაც ევალებოდა. ამის შემდეგ ერაყის ცენტრალური ხელისუფლება ყოველდღიურად 150 ათასი ბარელიდან დაწყების პირობით, ნავთობის მოწოდებას დაიწყებს“.

გაზეთ “სტარ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა ლუტფი ელვანმა შვედეთის ურბანული განახლებისა და კეთილმოწყობის მინისტრ მეჰმედ ქაფლანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთის გემთმშენებელი წარმოება მზად არის შვედეთის ყველა სახის გემისა და საზღვაო ტრანსპორტის აგების, შეკეთება-მოვლის და გადამუშავების წინადადების შესასრულებლად და თანამშრომლობის დასაწყებად“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციამ Standard & Poor's-მა განვითარებადი ბაზრების საბანკო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრაზილიის, სამხრეთ აფრიკისა და თურქეთის ბანკები ნელ-ნელა დაბალანსდებიან.

გაზეთი „რადიკალი“-ს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ავტომობილების დისტრიბუტორთა ასოციაციისა და სამსუნის ავტომობილების ექსკლუზიურ რეალიზატორთა ასოციაციის თანამშრომლობით 18-დან 23 ნოემბრამდე სამსუნში გამოფენისა და კონგრეს ცენტრში გამოფენა გაიმართება, რომელსაც, სავარაუდოდ, 100 ათასი ადამიანი დაათვალიერებს. სტატიის მიხედვით 'Samsun Oto Show'-ს პირველ დღეს, რომლის მიზანიცაა წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში, 150 მანქანა გაიყიდა.

და ბოლოს, გაზეთი „აქშამი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „გერმანია თურქსპორით ამაყობს“, რომლის თანახმადაც, გერმანიაში მოყვარულთა ლიგაში მოთამაშე კლუბმა „თურქსპორმა“ 8 ფეხბურთელის ავად გახდომის გამო სტადიონზე ვერ გამოსულ მეტოქესთან 3-0 გამარჯვების გამოცხადების მაგიერ თანხმობა შეხვედრის გადადებაზე განაცხადა. გადადებულ შეხვედრაში კი „თურქსპორმა“ 2-1 გაიმარჯვა, ჩემპიონობა მოიპოვა და ამ ქმედების გამო გერმანიამ Fair-Play-ს ჯილდო მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები