თურქული პრესა 20.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

163579
თურქული პრესა 20.10.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც დღეს დაიწყება და 24 ოქტომბერს დასრულდება თურქეთში ნატოს სამხედრო წვრთნები, რომელშიც ნატოს წევრების გარდა არაწევრი პარტნიორი ქვეყნების სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას და მათ შორის იქნებიან აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდავეთის და უკრაინის სამხედროებიც. ეს წვრთნა მიზნად ისახავს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების ერთობლივ ოპერაციებში თანამონაწილეობის დახვეწა-განვითარებას, წერს სტარი

აქშამის პოლიტიკური მიმომხილველის აზრით მართალია თურქეთმა ვერ გაიმარჯვა გაეროს არა მუდმივი წევრების არჩევნებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა იგი გააგრძელებს სამშვიდობო მცდელობებს და ჰუმანიტარულ ქმედებებს დიდ ოციანთა ფარგლებში, რომლის როტაციულ თავჯდომარეობას იგი მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან გადმოიბარებს

“ევრაზიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა გრძელდება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანის ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ გრძელდება ორი კონტინენტის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა და უკვე დასრულდა რა მთლიანი პროექტის მესამედის მშენებლობა, გასათხრელი დარჩა 2 კმ-იანი მონაკვეთი. მარმარაის პროექტი თუ სარკინიგზო ხაზით დააკავშირებს ორ კონტინენტს, ევრაზიის ხიდი კი მხოლოდ საავტომობილო გადასვლებს მოემსახურება, წერს ვათანი

საბაჰი თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო კომიტეტის AFAD-ის თავჯდომარის ფუად ოქტაის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება და მის კვალობაზე ყოველდღიურად იზრდება თურქეთში გადმოსულ სირიელ ლტოლვილთა რაოდენობა, რომლებსაც მათი კომიტეტი ერთის მხრივ უზრუნველყოფს თავშესაფრით და კვების პროდუქტებით, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ყველანაირ დახმარებასაც უჩენენ

მილლიეთი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ უეფამ 15 ოქტომბერს გამოცდა ჩაუტარა საერთაშორისო არბიტრებს და სამწუხაროდ ორმა თურქმა მსაჯმა ფირატ აიდინუსმა და ბულენტ ილდირიმმა წარმატებას ვერ მიაღწიეს რა ამ გამოცდებში, ფიფამ ისინი წაშალა საერთაშორისო არბიტრების სიიდან და ამ სეზონის ბოლომდე ისინი ვეღარ იმსაჯებენ საერთაშორისო მატჩებში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები