18.10.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

161764
18.10.2014 თურქული პრესა


გაზეთების მიმოხილვას ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც ბარელი ნავთობის ფასის 86 დოლარის ფარგლებში მერყეობა, მეტად სასიხარულოა თურქეთის ენერგო სექტორისთვის. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა. აღნიშნა, რომ ამ პროცესის ერთი წლის მანძილზე გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთის მოგება მიაღწევს 3,2, 3,4 მილიარდ დოლარამდე.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ ევროკავშირის და ევროპის განვითარების სააგენტოთა კავშირის ინიციატივით
მსოფლიოს სავჭრო ორგანიზაციამ EBAN-მა ევროპის ფორუმისთვის სტამბოლი შეარჩია. სტამბოლის ბირჟის ფორბესის და სავალუტო კონფედერაციის თანამშრომლობით, 2014 წლის 15,16 დეკემბერს ჩატარებულ ფორუმზე ერთად შეიკრიბებიან ევროპის ყველაზე უდიდესი KOBİ-ები, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლები, საინვესტიციო კაპიტალის ფონდები, ბირჟის ხელმძღვანელები, რომლებიც შეეცდებიან შეამსუბუქონ ინვესტორების ფინანსის მოძიება.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ 2015-2017 წლების მომცველ პერიოდში მთავრობა კაპიტალის დაბანდებას გააფართოებს ისეთ ეკონომიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურის სექტორებზე, რომელიც ვერ განახორციელეს კერძო სექტორებმა. პროექტების დასრულებას კი შეეცდება უმოკლეს დროში.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით, დერინდერეს ძრავის ნაწარმი ახალი ტრანსპორტი 1,5 საათიანი
ბატარეით გაივლის 400 კმ-ს და ამ ტრანსპორტით ანკარიდან სტამბოლში წასვლა შესაძლებელი იქნება 6 ლირის ელექტრო ენერგიით.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები