13.10.2014 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

154967
13.10.2014 თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს სტატიას სახელწოდებით:-”ანკარისთვის 10 კრიტერიუმი”.
გაზეთი წერს, რომ ამერიკელი გენერლების შემადგენლობის სამხედროთა ერთი ჯგუფის ანკარაში ვიზიტამდე, მთავრობის, გენერალური მთავარსარდლობის ორგანიზაციებმა გრანდიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს.
ანკარამ თავისი გეგმა განსაზღვრა IŞİD-თან ბრძოლის, უსაფრთხო რეგიონის, სამხედრო დახმარების, სახმელეთო ოპერაციების, გამაგრების სისტემის, დაგეგმარების და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს ვიცე პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის ალი ბაბაჯანის, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიურ სხდომაზე გავრცელებული განცხადების შესახებ.
მისი თქმით, ცენტრალური სახელმწიფო ბანკის პირველად ამოცანად ითვლება ინფლაციის უფრო საიმედო დონემდე დაყვანა. ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია მჭიდრო ფისკალური პოლიტიკის და ქვედა ბიუჯეტის დეფიციტის მოწესრიგება.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ თურქეთის საინვესტიციო და საშუალო ვადიანი პროგრამა ნათელი გახდა. მისი მიხედვით, საჯარო, მხოლოდ მომავალი წლისთვის 88,5 მილიარდი ლირის ინვესტირებას მოახდენს. ინვესტიციაში, ყველაზე დიდ წილს მიიღებს განათლების და ტრანსპორტის სამინისტრო.
საიდუმლო სადაზვერვო სამსახურისთვის კი გამოიყო 1.1 მილიარდი ლირა.
საინტერესო თემას ეხმაურება გაზეთი ”ვათან”-ი და აღნიშნავს, რომ კომპანია ANADOLU Grubu-ს, საქართველოში, 185 მილიონი დოლარის ინვესტიციით წარმართულმა ფარავანის სახელწოდების ჰიდროელექტროსადგურმა უკვე დაიწყო მუშაობა. 90 მგვტ სიმძლავრით დგმული ფარავანის ჰესში გამომუშავებული ელექტრო ენერგია, 9 თვის განმავლობაში თურქეთს, 3 თვის განმავლობაში კი საქართველოს მიეყიდება.
პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის თურქი ინვესტორის საზღვარგარეთში განხორციელებული, შემუშავებული და წარმოებული ელექტრო ენერგიის თურქეთისთვის მიყიდვის მსგავსი პირველი პროექტი.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა კაბადოკიაში. ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ტურისტების მხრიდან უფრო დიდი დაინტერესებაა გამოჩენილი ფერიბაჯალარით, კლდოვანი ეკლესიებით, მიწისქვეშა ქალაქებით, ტურისტული და თურქული კულტურის ღირსშესანიშნაობებით. წლევანდელი 9 თვის განმავლობაში კაბადოკია მოინახულა 2 მილიონ 273 ათასმა ტურისტმა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები