თურქული პრესა-09.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

151833
თურქული პრესა-09.10.2014


მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ ბუფერული ზონის შექმნის შესახებ განცხადება გავრცელდა აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ კერის და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამმონდის მხრიდან ვაშინგტონში ჩატარებულ ერთობლივ ბრიფინგზე.
კერიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ როლს შეასრულებს თურქეთი IŞİD-თან ბრძოლაში. აღნიშნა რომ საკითხის დაკონკრეტება მოხდება წინამდებარე დღეებში და მოხდება თურქეთის ბუფერული ზონის შექმნის წინადადების გაანალიზება.
გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით, ნატოს გენერალური მდივანი თურქეთშია.
აღნიშნავს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით ანკარაში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზად არის თურქეთის ჩათვლით, ყველა წევრი ქვეყნების დასაცავად. ამ მიმართებით გრძელდება სამუშაოები.
ალიანსი ახლოს აკვირდება საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს. ჯერ ჯერობით ანკარიდან არ მიუღიათ სასაზღვრო ზონების დაცვის გასაძლიერებლად ოფიციალური მოთხოვნა.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს, რომ აშშ-ში ინვესტიციებით სახელ განთქმულმა აღიარებულმა მეწარმემ ჰამდი ულუქაიამ IŞİD-ის თავდასხმის ქვეშ მოქცეულ ქობანს აჩუქა 2 მილიონი დოლარი.
იოგურტის ფირმის დამფუძნებელმა და პატრონმა ჰამდი ულუქაიამ აღნიშნა, რომ ან შორიდან უნდა უყურონ გენოციდის მოვლენებს, ან კიდევ იმ ადამიანების გამოსახსნელად რაიმე უნდა იმოქმედონ.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი კი იტყობინება, რომ თურქეთი შეტევაზე გადადის საავიაციო ინდუსტრიის წარმოების სფეროში.
განსაზღრულ იქნა ადგილობრივი თვითმფრინავის, ვერტმფრენის, უპილოტო საფრენი აპარატის და საფრენი ბალონების მარშრუტი. მათი ყველანაირი სათადარიგო ნაწილის დამზადება მოხდება თურქეთში.
მხარდაჭერა ექნება სათადარიგო ნაწილების წარმოებაში თავიანთი წვლილის შეტანის მოსურნეებსაც.
”თურქეთში დაფუძნდა კერძო სამხედრო სწავლების კომპანია”-ასეთი სათაურის სტატიას წერს გაზეთი ”სტარ”-ი. აღნიშნავს, რომ მისი ნიმუშები გვხვდება აშშ-ის ჩათვლით სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ ეს იქნება თურქეთში ახალი წამოწყება. უკვე ამოქმედდა თავდაცვისა და სამხედრო მომზადების კერძო კომპანია, რომელიც შექმნეს პენსიონერმა სამხედროებმა და დამტკიცებულ იქნა გენ შტაბის მხრიდან.
სადესანტო ოპერაციიდან დაწყებული, წყალქვეშა იერიშის ჩათვლით, თითქმის ყველა სფეროში კონსულტაციას და საგანმანათლებლო მომსახურებას გაუწევს უცხოურ ჯარებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები