თურქული პრესა 02.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

147348
თურქული პრესა 02.10.2014

თურქული პრესა 02.10.2014
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”მილლიეთ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტთა სიაში შევიდა თურქეთის 6 უნივერსიტეტი. ესენია, ODTÜ, Boğaziçi, İTÜ, Sabancı, Bilkent და Koç-ის უნივერსიტეტები. ასე, რომ თურქეთის 4 უნივერსიტეტი შევიდა პირველი 200-ის რიგებში, პირველი 400-ის რიგებში კი შევიდა მთლიანად თურქული 6 უნივერსიტეტი.
აშშ-ის კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა სიაში თავისი პირველი ადგილი მეოთხედ დაიცვა.
სია მზადდება ისეთი საერთაშორისო კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა უნივერსიტეტების კვლევითი საქმიანობა, ინფორმაციის გაცვლა, სასწავლო გარემოს მზადება და აშ.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით გაიზრდება ცისფერი აირის ნაკადის მოცულობა და წლიური 16 მილიარდი კუბუ მეტრიდან 19 მილიარდ კუბუმეტრამდე ავა. ამის შესახებ შეთანხმება იქნა მიღებული ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების თანერ ილდიზის რუსეთში ჩატარებული შეხვედრების დროს რუსეთის ენერგო ფირმასთან გაზპრომთან.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს, რომ თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეამ სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა გაზარდა 6,5 %-ით და გახადა 13 მილიარდ 294 მილიონი დოლარი. ამით მან შესძლო რესპუბლიკის ისტორიაში სექტემბრის თვისთვის რეკორდის დამყარება.
მეჯლისის მაჩვენებლებით, უკანასკნელი 12 თვის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 4,2 %-ით და გახდა 157 მილიარდ 654 მილიონი დოლარი.
ერთ საინტერესო თემაზე წერს გაზეთი ”საბაჰ”-ი და აღნიშნავს, რომ თურქული სამზარეულოთი დიდ დაინტერესებას იჩენს დიდი ბრიტანეთის მზარეულთა შეფი ტომ აიკენსი, რომელსაც სურს უფრო ახლოს გაეცნოს თურქული კერძების საიდუმლოებას. ამ მიზნით სამზარეულოს გამცნობი ერთ-ერთი ტელე არხით და სამზარეულო ხელსაწყოების ბრენდის სპონსორობით, 24 საათიანი ცოცხალი ეთერით მოივლის თურქეთის როგორც გამორჩეულ რესტორნებს, ისე საველე სასადილოებს და გაეცნობა თურქული კერძების გემოს.
დაგეგმილია ტომ აიკენსის სტამბოლის ქუჩებში გასტრონომიული მოგზაურობაც.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები