თურქული პრესა 29.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

143093
თურქული პრესა 29.09.2014


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა სტამბოლში ჩატარებულ თურქ ექსპორტიორთა ასამბლეაზე და თქვა, რომ ამიერიდან თურქულ საქონელსა და პროდუქციაზე არსებული ლოგო და სამარკო ნიშანი შეიცვლება და ადრინდელი “Made in Turkey“-ის ნაცვლად ახალი დევიზი იქნება “Discover the potential“, ე.ი. აღმოაჩინეთ პოტენციალი 

სტარი იუწყება, რომ მსოფლიოს ერთ ერთმა ყველაზე უდიდესმა და უძველესმა იტალიურმა საკრუიზო ტურისტულმა კომპანია “Costa“-მ თავისი ტურების მთავარ პორტად სტამბოლი დაასახელა. ამავე სტატიით აქამდე ხსენებული ფირმის მთავარ პორტად ისრაელის სანავსადგურო ქალაქი ჰაიფა ითვლებოდა, მაგრამ, მიღებული გადაწყვეტილებით “Costa“-მ გააუქმა ტურები ჰაიფაში და მის მაგივრად კომპანიის კუთვნილი ოთხივე საკრუიზო გემი ამიერიდან მოგზაურობას სტამბოლიდან დაიწყებს. ეს იტალიური ფირმა წელიწადში 2 მილიონამდე ტურისტს ემსახურება, იტყობინება სტარი

მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველის აზრით ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე დაწესებულმა ემბარგომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ახალი იმედები დაუსახა ანტალიელ გლეხებს და ახლა ისინი თავიანთი პროდუქციის რუსეთის ბაზრებზე გატანის მიზნით უფრო მეტ პამიდორს, კიტრს, ბროწეულს და ნარინჯიანს მოიწევენ. ასე რომ ამჟამად გაცხარებული საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის სათბურებშიც და მინდვრებშიც, რათა პირველი პროდუქცია რუსეთში 15 ოქტომბრისათვის გაიტანონ, წერს მილლიეთი

საბაჰის მიხედვით “გენიალურ მეხსიერებად“ წოდებულმა განთქმულმა ინგლისელმა მხატვარმა სტეფენ უიტშირმა ჯერ 45 წუთის განმავლობაში სტამბოლი დაათვალიერა შვეულმფრენიდან, შემდეგ კი მეხსიერებაში დაბეჭდილი სტამბოლი ტილოზე გადაიტანა და უმშვენიერესი ნახატი გამოვიდა, რომელიც მან სტამბოლის მერიას გადასცა საჩუქრად და ამ უკანასკნელმაც თვალსაჩინო ადგილზე გამოფინა რა, 5 დღეში უკვე 165 ათასმა კაცმა დაათვალიერა ეს ნახატი

ჰურრიეთი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ უეფა-მ ფეხბურთის ცნობილ თურქ მსაჯს ჯუნეით ჩაქირს ჩემპიონთა ლიგის თ ჯგუფში მოთამაშე დონეცკის “შახტიორის“ და პორტუგალიის “პორტოს“ შეხვედრის მსაჯობა დაავალა. აღმოსავლეთ უკრაინაში არასტაბილურობის გამო ეს თამაში ხვალ უკრაინის ქალაქ ლვოვში გაიმართება და თურქეთის დროით იგი 21:45 საათზე დაიწყება, წერს ჰურრიეთი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები