თურქული პრესა 22.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

134296
თურქული პრესა 22.09.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ აქშამში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სირიასა და ერაყში მოქმედმა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ფართომასშტაბიანი იერიშები დაიწყეს ჩრდილოეთ სირიის იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები და ეს რეგიონები ესაზღვრება რა თურქეთს, ამიტომაც დაშინებული ქურთები თურქეთში გამორბიან და აქ აფარებენ თავს. გაზეთი აქვე თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის AFAD-ის თავჯდომარის ფუად ოქტაის გაცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იშიდს გამოქცეული ქურთების რაოდენობამ, რომლებმაც ამ ბოლო დღეებში თურქეთს შეაფარეს თავი, სამოცდაათი ათასს გადააჭარბა და ყველანაირ დახმარებას უწვენ მათ, რათა შეუმსუბუქონ მდგომარეობა, ხოლო მისივე თქმით ამის პარალელურად უმოკლეს დროში მათთვისაც სპეციალურ კარვის ქალაქებს გააშენებენ

იენი შაფაკი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის სამოგზაურო სააგენტოების ასოციაციების (TÜRSAB) თავჯდომარე ბაშარან ულუსოისთან, რომელიც შეფასებას აძლევს რა მიმდინარე ტურისტულ სეზონს, ამბობს, რომ გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით წელს 13,52%-ით მოიმატა უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობამ და წლის ბოლოსათვის 42 მილიონამდე გაიზრდება მათი საერთო რაოდენობა, რაც ქვეყანას 35-36 მილიარდი დოლარის მოგებას მისცემს. “ჩვენი უახლოესი მიზანია თურქეთი შევიყვანოთ მსოფლიოს ყველაზე უდიდესი 5 ტურისტული სახელმწიფოს რიგებში“, განაცხადა ულუსოიმ, წერს იენი შაფაკი

“ყველაზე მეტად ლიმონი გაძვირდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ სტარის ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: მიმდინარე წლის იანვარში თურქეთში 1 კგ ლიმონის ფასი 2,30 ლირა იყო, აგვისტოს თვეში კი მან 7,25 ლირას მიღწია, რითაც რეკორდი დაამყარა შიდა ბაზარზე. ამ გაძვირების მთავარი მიზეზი კი არის მისი ექსპორტის გაზრდა უცხოეთში. მიმდინარე წლის 7 თვეში თურქეთმა მსოფლიოს 54 ქვეყანაში დაახლოებით 172 ათასი ტონა ლიმონი გაიტანა და მისგან 115 მილიონი დოლარი მოგება მიიღო, ვკითხულობთ სტარში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები