თურქული პრესა 20.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

132617
თურქული პრესა 20.09.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ბაქოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ სოციალურ ქსელ “Twitter“-ით სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირიიდან ვინც არ უნდა შემოვიდეს თურქეთში, რა ეროვნების, რელიგიის ან კონფესიისაც არ უნდა იყოს, ყველას ფართოდ გაუღებენ კარს და ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ მათ. მისივე თქმით ანკარა ვალდებულია თავისი საზღვრები გაუხსნას, მიიღოს და დააპუროს ყველა დაჩაგრული, გაჭირვებული და დაზარალებული

საბაჰის ცნობით ანკარამ IŞİD-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი საკუთარი პროექტი მოამზადა და მისი მიხედვით სირიის საჰაერო სივრცე დაიხურება და თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონებში ბუფერული ზონა შეიქმნება, ხოლო სპეციალურ და უსაფრთხო ბანაკებში კი ოპოზიციურ დაჯგუფებებს გამოწვრთნიან რა, მათ გააგზავნიან ისლამური სახელმწიფოს მილიტანების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამავე ცნობით ვაშინგტონი თბილად უყურებს თურქეთის ამ წინადადებებს

“რევოლუციური რეფორმები შრომის უსაფრთხოების სფეროში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას მილლიეთში და მასში ვკითხულობთ: ამ ზაფხულს თურქეთში ასობით ადამიანი დაიღუპა შრომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო, რის შემდეგ მოქმედებაზე გადავიდა თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, და მან ახალი, სრულიად დამოუკიდებელი კანონი მოამზადა, რომლითაც ამიერიდან მოიხსნება განსხვავებულობა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს შორის რა, შრომის უსაფრთხოების კლასიფიკაცია მოხდება სამუშაო ადგილისა და თვით შრომის სიმძიმის და საფრთხის შემცველობის მიხედვით, ყველა სამუშაო ობიექტს ეყოლება სპეციალისტი როგორც უსაფრთხოების სფეროში, ასევე სამედიცინო პერსონალიც

აბიტურიენტებისათვის მეტად სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს ვათანი და მისი მიხედვით თურქეთის განათლების სამინისტრომ ახალი კანონ-პროექტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც 2016 წლიდან მისაღები გამოცდები თურქეთის უნივერსიტეტებში აღარ იქნება და მის მაგივრად ყველა ლიცეუმ დამთავრებულს ამ სკოლის საატესტატო გამოცდებზე მიღებული ქულის მიხედვით შეეძლება სასურველ უნივერსიტეტში შესვლა, მაგრამ, თუ უნივერსიტეტებში ვერ შესძლებენ პროგრამის ათვისებას, მაშინ, ისინი გაირიცხავენ ამ უნივერსიტეტებიდან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები