თურქული პრესა 15.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

126247
თურქული პრესა 15.09.2014



თურქული პრესის მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა მისალოცი გზავნილი გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ თურქეთს წინ განათლებული, ხარისხიანი, კონკურენციის უნარის მქონე, მშრომელი ადამიანები წაიყვანენ. მისივე თქმნით, სასკოლო რიგებში მსხდომი ბავშვები და ახალგაზრდები მომავალში დარწმუნებული, სტაბილური, ბედნიერი და მშვიდი თურქეთის გარანტია.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თურქეთი სამ საერთაშორისო წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას“. გაზეთის ცნობით, თურქეთი პაკისტანთან „სადესანტო და სპეცდანიშნულების წვრთნებს“, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოსთან „სპეცოპერაციების ჯგუფების გაერთიანებულ წვრთნებს“ და აშშ-თან კი „Cooperative Resolve 2014-ს„ ჩაატარებს. აქვე ასევე ნათქვამია, რომ „ტაქტიკური ლიდერობის პროგრამის ტრენინგები“ კი გერმანიის, ჩეხეთის, დანიის, ინგლისის, ესპანეთის, შვედეთის. იტალიისა და თურქეთის მონაწილეობით 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ესპანეთში ჩატარდება.

გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ჩორუმის დაბა სუნგურლუში დაახლოებით 23-27 მილიონი წლის წინანდელი უდიდეს ხმელეთის ძუძუმწოვრად ცნობილი და დაახლოებით 10 ტონის სიმძიმის, 5 მეტრის სიმაღლის გიგანტური მარტორქის ნამარხი იქნა აღმოჩენილი. გიგანტური მარტორქის ნამარხის ამოსაღებად მინერალური კვლევის გენერალური საამმართველოს ჯგუფები მუშობას აწარმოებენ.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას, კვანტუმს, თურქეთში დაამზადებენ. მობილური ტელეფონებიდან, სიმსივნის აღმომჩენი სიტემების ჩათვლით, მრავალ სფეროში გამოყენებული „კვანტუმის წერტილების“ კილოგრამის დოზით წარმოებისათვის მუშაობა იზმირის უმაღლესი ტექნოლოგიების ინსტიტუტში დაიწყო. ინფორმაციის მიხედვით, ლაბორატორიებში დღეში მხოლოდ ერთი გრამი კვანტუმი მზადდება და წლის ბოლომდე ერთ დღეში ამ დოზის ერთ კილოგრამამდე გაზრდა იგეგმება. აქვე აღნიშნულია, რომ ამ მუშაობის მიზანი კერძო სექტორის ყურადღების მიქცევა გახლავთ.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები