თურქული პრესა 13.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

124035
თურქული პრესა 13.09.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ ანკარას სტუმრობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და შეხვდა რა თავის თურქ კოლეგა ჩავუშოღლუს, პრეზიდენტ ერდოღანს და პრემიერ დავუთოღლუს, ძირითადად სირიასა და ერაყში მოქმედი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის და თურქეთის კოალიციაში შესვლის საკითხები განიხილეს. მაგრამ, იმის გამო რომ ხსენებულ ორგანიზაციას მძევლად ჰყავს 49 თურქი მოქალაქე, ამიტომაც შეთანხმდნენ, ანკარა საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებს მონაწილეობას და მხოლოდ ჰუმანიტარულ და ლოგისტიკურ საქმიანობებში ჩაერთვება

მილლიეთი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებას უთმობს ადგილს და იგი მასში ეხება რა ერაყის ბუნებრივი გაზის მსოფლიო ბაზრებზე გატანის საკითხს, ამბობს, რომ ამას სულ ცოტა 3 წელი მაინც დასჭირდება, რადგან, რეგიონში ჯერ კიდევ მძლავრობენ შეიარაღებული ტერ ორგანიზაციები, ხოლო მის საწინააღმდეგოდ ჯერ კიდევ არ არის სრულიად ჩამოყალიბებული ერაყის არმია და ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯერ ჯერობით ნაადრევია ერაყული გაზის ექსპორტზე საუბარი

იენი შაფაკი კი ინტერვიუს აქვეყნებს ფინანსთა მინისტრ მეჰმეტ შიმშექთან და იგი ყურადღებას ამახვილებს რა ამ ბოლო თვეებში საკვებ პროდუქტების გაძვირებაზე და მის კვალობაზე ინფლაციის გაზრდაზე, ამბობს რომ ამჟამად მუშაობენ მიკრო რეფორმებზე, რომლის ფარგლებში კვების პროდუქტების ფასების მარეგულირებელი კომიტეტი შეიქმნება და აღმოფხვრიან ზოგიერთ პროდუქტებზე ფასების ხელოვნურ აწევას, რაც ინფლაციის ახლიდან დაცემას გამოიწვევს

“რომის პაპი ფრანჩესკა თურქეთს ნოემბერში ეწვევა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ელჩმა ვატიკანში, პროფესორმა ქენან გურსოიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მათ უკვე გადასცეს რომის პაპს მიწვევა და იგი მის ფარგლებში თურქეთს მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ბოლოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს სტამბოლში ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს შექმნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ფარანჩესკა იქნება რიგით მე-4 პაპი, რომელიც ეწვევა თურქეთს და უკანასკნელი პაპი, რომელიც 2006 წელს ეწვია სტამბოლს, იყო ბენედიქტე მე-16, წერს საბაჰი

სტარი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ტურნირისათვის მზადების ფარგლებში თურქ ფრენბურთელ ქალთა ნაკრები რომს გაემგზავრა და 16 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიის ნაკრებთან, საიდანაც ჰოლანდიას გადავა და 18 სექტემბერს ამ ქვეყნის ნაკრებს შეხვდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები