თურქული პრესა 11.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

121839
თურქული პრესა 11.09.2014

თურქული პრესისმიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 2.1%-ით გაიზარდა და ამით ევროკავშირისა და ევროზონის ეკონომიკებზე უკეთესი პერფორმანსი წარმოაჩინა. თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციისა და ევროპის სტატისტიკის ოფისის მონაცემების მიხედვით, ევროზონის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში წლიურ ბაზაზე 0.7%-ით, ევროკავშირის ეკონომიკა კი 1,2%-ით გაიზარდა. გაზეთის თანახმად, მეორე კვარტალში თურქეთის ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალთან შედარებით მოიკლო, თუმცა ევროპასთან შედარებით მისი ზრდის ტემპი უფრო სწრაფია.

გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ Türksat 4A-ს თანამგზავრზე გადამსვლელი ტელევიზიებისა და რადიოების სამაუწყებლო სიხშირეები 2014 წლის 17 სექტემბერს შეიცვლება. აქვე აღნიშნულია, რომ Türksat 2A ფუნქციონირებას 2016 წლის დასაწყისში დაასრულებს. გაზეთში ასევე ნათქვამია, რომ ახალ სატელევიზიო არხებთან ერთად Türksat-ის თანამგზავრებზე არსებული არხების რაოდენობა 500-ს გადააჭარბებს.

პოლიციის აკადემია საზოგადოების ყველა ფენის უკეთესად გასაგებად სასწავლო პროგრამას აახლებს - წერს გაზეთი „საბაჰი“ და მის თანახმად, პოლიციელებს შეეძლებათ არჩევითი ლექციის მეშვეობით შეისწავლონ ქურთული, სომხური, ბერძნული, არაბული, რუსული, სპარსული, ესპანური, ქართული ენები, ასევე თურქული დიალექტები და ოსმალური.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „რუსეთში სურსათის ექსპორტისათვის ვიზის ამღები კომპანიების რიცხვმა 160-ს გადააჭარბა“, რომლის თანახმადაც, დასავლური ქვეყნების სანქციების საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ თურქეთიდან სურსათის ექსპორტის დაწყებისათვის მიმდინარე სამუშაოები ბოლო ეტაპზე მივიდა. გაზეთის მიხედვით, რუსეთში ექსპორტის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე ვიზა 162 კომპანიას მიეცა. აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთი წელიწადში ევროკავშირის თაოსნობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 40 მილიარდი დოლარის სურსათის ექსპორტს ახორციელებს და მათ შორის თურქეთზე წლიურად 1.7 მილიარდი დოლარი მოდის.

და ბოლოს, გაზეთი „რადიკალი“-ს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქულ საფეხბურთო კლუბ გალათასარაისთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ჩელსაში დაბრუნებულმა დროგბამ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვებით გალათასარაის და თურქ გულშემატკივრებს მიმართა, რომელშიც კიდევ ერთხელ გულითად მადლობას უხდის აღნიშნულ გუნდს, თურქ ხალხს და ამატებს, რომ უყვარს თურქეთი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები