თურქული პრესა 10.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

120126
თურქული პრესა 10.09.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ რადიკალში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღის წინ სტამბოლში ცათამბჯენის მშენებლობისას ლიფტი ჩამოვარდა და 10 მუშა დაიღუპა, რამაც თურქეთის მთავრობა მოქმედებაში მოიყვანა რა, პრემიერმინისტრისა და რამდენიმე მინისტრის მონაწილეობით ხვალ შრომის უსაფრთხოების დაცვის შეკრება გაიმართება, რომელზედაც დეტალურად განიხილავენ შრომის უსაფრთხოების საკითხებს და საჭიროების შემთხვევაში ხსენებულ კანონში შესწორებებს და დამატებებს შეიტანენ, რათა მინიმუმამდე შეამცირონ შრომის უსაფრთხოების დაუცველობით გამოწვეული სიკვდილიანობა და დასაჩიხრება

მილლიეთი ამერიკულ გაზეთ “ Wall Street Journal“-იდან გადმოთარგმნილ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ეძღვნება პენტაგონის შეფის ჩაკ ჰეგელის თურქეთში ვიზიტს. მისი მიხედვით ამერიკა გაგებით შეხვდა თურქეთის თხოვნას და ჰეგელმა არ დააძალა ანკარას ერაყსა და სირიაში მოქმედი რადიკალისტური დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მილიტანების წინააღმდეგ შესაქმნელ კოალიციაში შესვლა, რადგან 3 თვეზე მეტია რაც IŞİD-ს მძევლად ჰყავს ერაყის ქალაქ მოსულში მოქმედი თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, სულ 49 კაცი და თუ თურქეთი კოალიციაში შევა, მაშინ, რადიკალისტები ყველა მძევალს მოკლავენ. ეს მდგომარეობა გაითვალისწინა ჰეგელმა და ჟურნალისტებთან საუბარში დაუფარავად განაცხადა, რომ ითვალისწინებენ მოკავშირე თურქეთის ინტერესებს და ამიტომ არ მოსთხოვეს მას კოალიციაში შესვლა

საბაჰი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მეჰდი ექერის განცხადებას უთმობს ადგილს. იგი ამ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს თურქეთში საქონლის ხორცის ფასების უზომოდ გაძვირებაზე და მისი რეგულირების მიზნით სპეციალური კომიტეტის შექმნაზე საუბრობს. “ჩვენი სამინისტროს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც წითელი ხორცის რაოდენობის გაზრდაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე და გაიაფებაზე იზრუნებს და ამ მიზნით კომიტეტი ჯერ პრობლემებს დაადგენს და შემდეგ მათ მოგვარებას შეეცდება“, ამბობს ექერი, წერს საბაჰი

სტარი სპორტულ გვერდზე ინგლისურ გაზეთ “Daily Mail“-ში გამოქვეყნებულ სტატიას თარგმნის, რომლის მიხედვითაც თურქეთის საჰაერო ფლოტი “THY“ მსოფლიოს ყველაზე უძლიერესი საფეხბურთო კლუბების, ესპანური “ბარსელონას“ და ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ ინგლისური “ჩელსის“ სპონსორობასაც აპირებს

დღევანდელი თურქული გაზეთები კოშმარს ადარებენ და დაუჯერებელს უწოდებენ თურქეთის ეროვნული ნაკრების ანგარიშით 3:0 დამარცხებას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩში ისლანდიის ნაკრებთან, როცა ისინი გამარჯვებას ვარაუდობდნენ. თუმცა გაზეთები იხტიბარს არ იტეხენ და იმედოვნებენ რომ, ფატიჰ თერიმის გუნდი მომდევნო მატჩებში შეცდომებს გამოასწორებს და ჯგუფში პირველ ან მეორ ადგილს დაიკავებს რა, საფრანგეთის ფინალურ საგზურსაც მოიპოვებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები