თურქული პრესა 06.09.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

115445
თურქული პრესა 06.09.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა მარიე ჰარფმა სენატს მოუწოდა, სასწრაფოდ კენჭი უყარონ ანკარის საელჩოს კანდიდატს ჯონ ბასს ან სხვა კანდიდატებს, რათა ამერიკისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან სახელმწიფოში დაინიშნოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი

საბაჰი უელსში მიდინარე ნატოს სამიტს და მის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის პირისპირ შეხვედრებს აშუქებს და წერს, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან პირისპირი შეხვედრის დროს თურქეთის ლიდერმა მას გერმანიის დაზვერვის მხრიდან თურქი მაღალჩინოსნების ფარულად მოსმენის შესახებ ჰკითხა და უთხრა, რომ ასეთი ფაქტები ვნებენ ორი სახელმწიფოს კეთილ ურთიერთობებსაც და ორმხრივ ურთიერთთანამშრომლობასაც

იენი შაფაკის მიხედვით ნატოს უელსის სამიტში მონაწილე 60-მდე ქვეყნის ლიდერმა ყველაზე დიდი ყურადღება უკრაინის კრიზისს დაუთმეს, რომელიც რუსეთის ნეგატიური ქმედებების გამო თანდათანობით გლობალურ კრიზისად იქცევა და ამიტომ მისი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის დადგენილება მიიღეს. ნატოს ამ დადგენილებას კი პუტინმა სამხედრო წვრთნების დაწყებით უპასუხა, წერს იენი შაფაკი

საბაჰის მიხედვით მთელს მსოფლიოში ათი ათასობით 100 წელს გადაცილებულ ადამიანს უცხოვრია და ზოგიერთი ცნობებით ყველაზე დიდხანს მცხოვრებს 253 წელი უცხოვრია, ხოლო 1777 წელს თურქეთის ქალაქ ბითლისში დაბადებული ზარო აღა 1934 წელს სტამბოლში გარდაცვლილა, ე.ი. 157 წელი უცხოვრია

“რომის პაპი ფრანცისკა თურქეთს ეწვევა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში და მასში ვკითხულობთ: კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი ფრანცისკა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს თურქეთს ეწვევა და აქ მონაწილეობას მიიღებს ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს შექმნისადმი მიძღვნილ დღესასწაულში და პარაკლისსაც გადაიხდის. ეს იქნება რომის პაპის პირველი ვიზიტი თურქეთში და მას მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და სხვა ლიდერები, ხოლო შემდეგ ფრანცესკა თურქეთს თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების ბანაკებსაც მოინახულებს, წერს ჰაბერთურქი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები