თურქული პრესა 26.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

103826
თურქული პრესა 26.08.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „რადიკალი“-ს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიით სახელწოდებით „გამოსამშვიდობებელი გზავნილი აბდულლა გიულისაგან“. აბდულლა გიულმა, რომელსაც მოვალეობის შესრულების ვადა 28 აგვისტოს უმთავრდება, ქვეყნის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია: „ეროვნული ნების წარმომადგენლის, უზენაესი თურქეთის ეროვნული მეჯლისის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა ჩანკაიას კარი ჩვენს ხალხს გავუღე. ხალხი და სახელმწიფო ერთმანეთს შევახვედრე და დავაახლოვე. კონსტიტუციის აღსრულებასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ჰარმონიულობის უზრუნველყოფის მოვალეობა შევეცადე საუკეთესოდ შემესრულებინა“.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, მარმარაის ექსპლოატაციაში გაშვების დღიდან, 29 ოქტომბრიდან, დღემდე მისით საბერძნეთის, ჰოლანდიისა და ბულგარეთის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანმა ისარგებლა. 10 თვეში მარმარაით 34 მილიონი მგზავრი იქნა გადაყვანილი ანუ ყოველ თვეში მისით ევროპის პატარა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანმა ისარგებლა. დღეში მას საშუალოდ 102 ათასი ადამიანი იყენებს.

„ელჩის თვალით დანახული თურქეთი“ - ასეთი სათაურის სტატია იქცევს ყურადღებას გაზეთ „ჰურიეთ“-ში, რომლის თანახმადაც, 2012 წლიდან თურქეთში მყოფმა სლოვაკეთის ელჩმა მილან ზახარმა თურქეთის ოთხივე მხარე მოიარა და 50 ათასზე მეტი ფოტო გადაიღო. ზახრი ამჟამად ამ ფოტოების გამოსაქვეყნებლად წიგნის გამოცემისათვის ემზადება. ზახარის წიგნი „თურქეთის ისტორიულ გზაჯვარედინებზე ელჩის მოგზაურობა“ ახლო მომავალში წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ტერორგანიზა პკკ-ს წევრებმა შირნაქში დაბა სილოპში თერმულ სადგურზე დასაქმებული სამი ჩინელი მუშა, სადგურის ახლოს ერთი-ერთი სავაჭრო მარკეტიდან გაიტაცეს. ჩინელი მუშების გასათავისუფლებლად რეგიონში ფართომაშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ტერორისტები თერმულ სადგურს სარაკეტო დანადგარებიანი და გრძელლულიან იარაღებით თავს დაესხნენ. ფაქტის დროს ერთი უსაფრთხოების თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები