თურქული პრესა 25.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

102333
თურქული პრესა 25.08.2014


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერაყ-სირიაში მოქმედი რადიკალისტური ისლამისტური ორგანიზაცია "IŞİD“-ი ახლა სირიაში გადავიდა შეტევაზე და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოსაკენ მიიწევს და მის აღებას აპირებს, რათა კავშირები შეწყდეს ალეპოსა და თურქეთს შორის. მიღებული ცნობებით რადიკალისტები მძიმე იარაღით უტევენ ამჟამად ალეპოს მახლობელ აზეზის რაიონს, რომელიც სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის კონტროლქვეშაა და ორივე მხრიდან ბევრია დანაკარგი, ხოლო ზოგიერთი დაჭრილი ოპოზიციონერი სამკურნალოდ თურქეთში ჩამოიყვანეს, წერს საბაჰი

ვათანის მიხედვით ყოველწლიურად იზრდება თურქეთში თვითმფრინავებით ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა და აეროპორტებში რომ რიგები არ დადგეს, ამ მიზნით სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ამ თვის ბოლოდან ე.წ. “ბიომეტრიულ გადასვლაზე“ გადავლენ, რასაც სხვანაირად e-gate-ს ეძახიან და იგი საკმარისად დააჩქარებს გასვლა-გამოსვლის პროცესს. ასე რომ, მალე სხვა აეროპორტებში და საბაჟოებშიც გადავლენ ბიომეტრიულ სისტემაზე და ამით გრძელ რიგებს ბოლო მოეღობა, იუწყება ვათანი

სტარი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული და პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის “Trip Advisor“-ის მხრიდან თავის მკითხველებს შორის ჩატარებული საანკეტო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს და მისი მიხედვით პლატფორმის მიერ დასმულ კითხვას: თუ სიკვდილის წინ რომელი ქალაქის ნახვას ისურვებდა, უმრავლესობამ ქალაქი სტამბოლი დაასახელა

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ჩანაკკალეს ოლქში შემავალ გოქჯეადას რაიონში მცხოვრებმა ეთნიკურმა ბერძნებმა ღვთისმშობელ მარიამის ცად აღვლენის დღესასწაული აღნიშნეს და ამ მიზნით სოფელ ზეითინლის პანაიას სახელობის ეკლესიაში წირვა აღასრულა თვით ბერძენ მართმადიდებელთა პატრიარქმა ბართლომეოსმა. წირვაში მონაწილეობა მიიღეს ასევე გოქჩეადას მიტროპოლიტმა კირილემ, საბერძნეთის სახელმწიფო მინისტრმა იორგო ორფანოსმა და მრავალრიცხოვანმა სტუმრებმა საბერძნეთიდან, იტალიიდან და აშშ-დან, ვკითხულობთ ჰურრიეთში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები