თურქული პრესა 15.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

91791
თურქული პრესა 15.08.2014


დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაკ”-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს თურქეთის მე-12-ე პრეზიდენტად არჩეული რ. თ. ერდოღანის, აღორძინება განვითარების შექმნის მეცამეტე წლისთავის მოხსენებაზე.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, წინამდებარე ხუთშაბათს, ეროვნული უშიშროების სხდომაზე გამოვლინდება აღორძინება განვითარების პარტიის ახლი თავჯდომარის ვინაობა.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს, რომ შარშან ამბოხების საწინააღმდეგო აქციის სიუბილეო მიტინგზე კვლავ არეულობამ იჩინა თავი.
ამავე თემას უთმობს ადგილს გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ კაიროს ამბოხების საწინააღმდეგო აქციის წლისთავზე, პოლიციას და აქციონერებს შორის წარმოქმნილ შეტაკებას შეეწირა 7 ადამიანი. 7 ოლქში განხორციელებულ აქციაში 63 ადამიანი იქნა მეთვალყურეობაში აყვანილი.
”დაჭრილ ღაზელებთან მორალის მიმცემი შეხვედრა”-ასეთი სათაურის სტატიით იპყრობს ყურადღებას გაზეთი ”სტარ”-ი და აღნიშნავს, რომ ანკარის იენიმაჰალლეს საავადმყოფოში მყოფი ღაზელი დაჭრილები მოინახულა საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლიმ და თქვა, რომ დაჭრილი სამოქალაქოების თურქეთში ჩამოსაყვანად გააძლიერეს მუშაობა. გუშინ კიდევ იქნა ჩამოყვანილი 13 ღაზელი.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, თურქეთის საავიაციო კამპანიის (THY)იანვარ აგვისტოს თვის მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა 15,2 %-ით და გახდა 31 მილიონი. შიდა რეისებზე გაიზარდა 14,4, საგარეო რეისებზე კი, 13,8-ი %-ი.
ამავე დროს გაიზარდა იმ ქალაქების რაოდენობაც, რომელშიც უხდებათ მი-მოსვლა და 237-იდან 259-ს მიაღწია.
”ანტალიის აეროპორტმა მგზავრების რაოდენობით რეკორდული მაჩვენებელი გამოავლინა-ასეთი სათაურით იპყრობს ყურადღებას გაზეთი ”ვათან”-ი. აღნიშნავს, რომ 13 აგვისტოს მგზავრთა რაოდენობა, როგორც სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის უფროსი ორჰან ბირდალი იუწყება, მიაღწია 191 695-ს.
გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით, დღეიდან იწყება სარაიბოსნის მე-20-ე კინო ფესტივალი, რომელიც დასრულდება 23 აგვისტოს. ბოსნიელებს წარედგინებათ 6 თურქული ფილმი.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს ფეხბურთის სამყაროს აღიარებული, ბეშიკთაშის კლუბის ყოფილი პრეზიდენტის სულეიმან საბას გარდაცვალებაზე და მის საპატივსაცემო პანაშვიდზე, სადაც თავი მოიყარა თურქეთის ფეხბურთის მთელმა საზოგადოებამ. წუთიერი დუმილის შემდეგ, ბეშიკტაშის კლუბმა ამ სეზონზე მუსიკალური გახსნა გააუქმა.
გაზეთი ”ვათანი”-ი წერს, რომ ციურიხის, ევროპის ათლეტიზმის ჩემპიონატს შეუერთდნენ თურქეთის სახელით კენიელი წარმომავლობის ალი ქაია და ფოლად არიქანი. არიქანმა 10 ათას მეტრის რბენაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები