თურქული პრესა 14.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

90723
თურქული პრესა 14.08.2014


დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლის ღაზის კრიზისის მოწესრიგებისთვის აშშ-ი, კატარსა და პალესტინაში წარმართული დიპლომატიურ მოლაპარაკებეზე, რომლის დროსაც ჩაატარა 135 სატელეფონო საუბარი და ათი სამეულთა ტელე კონფერენცია.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, ისრაელის ღაზაზე თავდასხმის დროს დაშავებული და დაჭრილი კიდევ 18 პალესტინელის თურქეთში ჩამოყვანაზე. გაზეთის ცნობით 5 ბავშვის, ერთი ორსული ქალის ჩათვლით ჩამოყვანილი პალესტინელებისთვის თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტომ (TİKA) გამოთქვა პრეფაბრიკული სახლების გაშენება.
ვიცე პრემიერის ემრულლაჰ იშლერის განცხადებით კი, თურქეთი ხელახლა მოახდენს ღაზის მშენებლობას და ყოველგვარი გარჩევის გარეშე მათთვის დახმარებას.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით, პრეზიდენტ აბდულა გუილის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭო გუშინ, უკანასკნელად შეიკრიბა.
პრეზიდენტი აბდულა გული, საბოლოოდ, შეუერთდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას. პრეზიდენტად არჩეული პრემიერი ერდოღანი კი სხდომას უკანასკნელად შეუერთდა პრემიერის რანგით. დღის წესრიგში ჩადგა ერაყის და ღაზის საკითხი. გუილი, უფლებამოსილების დასრულების გამო გამოეთხოვა საბჭოს წევრებს.
გაზეთ ”ვათან”-ის ცნობით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტის ყოველდღიური მგზავრების რაოდენობამ აგვისტოში სამჯერ გამოავლინა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მგზავრების რაოდენობამ მიაღწია 13 მილიონს.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ბეშიკთაშის ისტორიაში ცნობილი და მისთვის დირექტორობის გამწევი სულეიმან სება. 16 წლის დირექტორობის განმავლობაში მოიპოვა 22 პრიზი და კლუბის სიმბოლოდ იქცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები