თურქული პრესა 13.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

89210
თურქული პრესა 13.08.2014



დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაკ”-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლის სიტყვებზე. მისი ცნობით მან, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას (İİT) წარუდგინა 7 მუხლიანი სამოქმედო გეგმა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ პალესტინის თემაზე ჩატარებულ სხდომაზე მონაწილეობისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდდეში მყოფი აჰმედ დავუთოღლის წარდგენილი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ღაზისთვის დახმარების გაზრდას, ქალაქის ხელახლა მშენებლობას, სამუდამო ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის თავდასხმისთვის შეფერხების შექმნას, კონსესუსის მთავრობისთვის მხარდაჭერას და პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას.
გაზეთი ”ჰაბერ თურქი” წერს, რომ მაშინ როცა, არ ჰქონია ადგილი ისრაელ-პალესტინას შორის მიღწეული მეორე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას, გუშინდელი სიცხის გამო ათასობით პალესტინელი პლაჟებს მიაწყდა. ღაზელებმა კი დაიწყეს ისრაელის მხრიდან დანგრეული სახლებიდან თავიანთი ნივთების შეგროვება.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ პრეზიდენტ აბდულა გუილი, ჩანკაიას რეზიდენციაში გამართული წვეულების შემდეგ, შეხვდა რესპუბლიკის მე-12-ე პრეზიდენტად არჩეულ რ.თ. ერდოღანს. შეხვედრამ ერთ საათამდე გასტანა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ლედები ჰაირნუსა გუილი და ემინე ერდოღანი.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით რ.თ. ერდოღანის პრეზიდენტად არჩევას კმაყოფილებით შეხვდნენ საერთაშორისო ფინანსური წრეებიც. აღნიშნეს რომ არჩევანი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ეკონომიკის გაძლიერებას.
გაზეთ ”ვათან”-ის ცნობით ნავთობ ქიმიური ჰოლდინგის სააქციონერო კამპანიამ PETKİM წმინდა მოგება ათჯერ გაზარდა. 2014 წლის პირველი ნახევრის შემოსავალმა მიაღწია 55 მილიონ თურქულ ლირას. ხოლო “TÜPRAŞ’-ის, ე.ი თურქეთის ნავთობ პროდუქტების კამპანიის მოგება კი გაიზარდა 226 %-ით და მიაღწია 869 მილიონ დოლარს.
აფრიკის აღმოსავლეთის სამ სახელწიფოში მოდებულმა ებოლას ეპიდემიამ, რომელმაც ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ახლა საშიშროება შეუქმნა დასავლეთის სახელმწიფოებს. ნიგერიის შემდეგ, ახლა შეშფოთება შექმნა სენეგალსა და რუანდაში ამ ინფორმაციას კი, იტყობინება გაზეთი ”ჰურიეთი”.
გაზეთ ”აქშამ”-ის ცნობით, ცნობილი მსახიობი რობინ ვილიამსი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში. იგი მკვდარი იქნა ნაპოვნი კალიფორნიაში არსებულ თავის სახლში.
გამოთქვამენ ვარაუდს თვითმკვლელობის შესახებ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები