10. 08. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

85691
10. 08. 2014. თურქული პრესა


დღეს, თურქული პრესის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს სტატიას სახელწოდებით ”აი დემოკრატია”. გაზეთი წერს, რომ თურქეთი რესპუბლიკის ისტორიის თვალსაზრისით მოესწრო ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას. ამომრჩეველი პირველად ახდენს თავისი პრეზიდენტისთვის ხმის მიცემას.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ის ცნობით პრემიერის რ.თ. ერდოღანის მითითებით და ჯანდაცვის სამინისტროს შვეულმფრენით, ანკარაში იქნა ჩამოყვანილი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებაში დაჭრილი სამი სამხედრო ჯარისკაცი. ისინი მიიღო ვიცე პრემიერმა ემრულლაჰ იშლერმა.
გაზეთი ”ჰურიეთი”-ი კი მკითხველს აცნობს, რომ ისრაელის ღაზაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის მეორე თვეს და ღაზაში 72 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შეტაკებებში მოკლულთა რაოდენობამ 2 ათასს მიაღწია.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს, რომ სირიის ქალაქ ჰალეპის ბაზარზე სამხედროების ერთი შვეულმფრენის მხრიდან, ჩამოგდებულ იქნა ბომბა. დაიღუპა სულ ცოტა 30 ადამიანი.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით, ეგვიპტეში, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, გამოიტანა გადაწყვეტილება დაიკეტოს მუსლიმან კარდესლერის ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთა, სამართლიანობის და თავისუფლების პარტია. თავად მუსლიმან კარდეშლერის ორგანიზაცია კი დაიკეტა სასამართლოს გადაწყვეტილებით 2013 წელს-წერს გაზეთი.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, თურქეთის საავიაციო კომპანია 11 წლის განმავლობაში გაიზარდა 14-ჯერ. კომპანიის დირექტორთა საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის ჰამიდ თოფჩუს განცხადებით 2003 წელში კომპანიას გააჩნდა 1.2 მილიარდი დოლარის ბრუნვა, დღეს იგი ავიდა 17.5 მილიარდ დოლარამდე.
ასევე გაიზარდა სამგზავრო თვითმფრინავის რეისების რაოდენობაც.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ ტურისტული მნიშვნელობის მოსანახულებელი ადგილების რაოდენობა გაიზარდა ქალაქებშიც და მიაღწია 100-ს. ასევე, მნახველების დიდ დაინტერესებას იწვევს მწვანით მოსილ ტყიან ადგილებში, მთის ციცაბო კალთებიდან ჩამონადენი ჩანჩქერებიც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები