31. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

75590
31. 07. 2014. თურქული პრესა

 
თურქული პრესა კვლავ ფართო ადგილს უთმობს პალესტინის მოვლენებს.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს, რომ ისრაელის არმიამ გუშინ დილის საათებში კვლავ თავდასხმა განახორციელა და ახლა მიზანში ამოიღო გაეროს პალესტინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული ორგანიზაციის (UNRWA) კონტროლში არსებული სკოლა.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა გენერალურმა კომისარმა კრაჰენბუჰლმა მკაცრად დაგმო ისრაელი. კომისრის განცხადებით მან სკოლის ადგილმდებარეობა 17-ჯერ აუხსნა ისრაელის არმიას, მაგრამ ამისდა მიუხედავად დაიბომბა იგი.

ამავე თემაზე წერს გაზეთი მილლიეთ”-ი აღნიშნავს, რომ უსახლკაროდ დარჩა ყოველი 8 ღაზელიდან ერთი.
თავის სახლ კარი მიატოვა 240 ათასმა ადამიანმა.
გაზეთის ცნობით იზრდება მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ერთადერთი უსაფრთხო გაეროს თავშესაფრებიც კი მიზანში იქნა ამოღებული. პალესტინელი უფლებამოსილების ცნობით 23 დღის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმებში მოკლულთა რაოდენობამ გადააჭარბა1300-ს.
მოკლულებიდან სულ ცოტა 243 ბავშვია.
გაზეთ ”ვათან”-ის ცნობით, თურქეთის მზა ტანსაცმლის და კონფექციის სექტორმა წლის პირველი ნახევრის ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზარდა 12,1 %-ით და 192 სახელმწიფოში მოახდინა 9,4 მილიარდი დოლარის ექსპორტი.
ყველაზე მეტი საქონლის გატანა მოხდა გერმანიაში.

გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი წერს 7-29 ივნისის რიცხვებში ჩატარებული İstanbul Shopping Fest’te-ის ფესტივალის შესახებ, აღნიშნავს, რომელმაც მოახდინა 10.2 მილიარდი ლირის საქონელ ბრუნვა. აღნიშნავს, რომ ამ წელს ფესტივალის საქონელ ბრუნვამ მოიმატა 23,6 %-ი.
AVM-ებში წარმართული ვაჭრობა კი, გაიზარდა 29 %-ი.
თურქული გაზეთები წერენ სპორტში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ადგილს უთმობენ თურქეთის ბეშიკთაშის ფეხბურთის კლუბის წარმატებაზე, რომელმაც გასვლით ტურში მოუგო ჰოლანდიის კლუბს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები