30. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

74517
30. 07. 2014. თურქული პრესა



დღევანდელი თურქული პრესა ფართო ადგილს უთმობს ისრაელის პალესტინაზე განხორციელებულ თავდასხმებს.
გაზეთი ”აქშამ”-ი წერს:-”იმისთვის რომ ისრაელმა მოსპოს ყველა პალესტინელი ააფეთქა ქვეყნის ერთადერთი ელექტრო სადგური.
ელექტრო ენერგიის გაწყვეტის შემდეგ ქალაქს ვერ მიეწოდება წყალიც.
უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ავადმყოფები.
ისედაც ვერ ხედავდა მსოფლიო პალესტინას, ახლა უფრო სიბნელეში დარჩა.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი წერს, რომ ტელ-ავივის უნივერსიტეტმა სტუდენტებს, ვინც შეუერთდება ღაზის საოკუპაციო ბრძოლებს, შესთავაზა ერთი წლით სტიპენდიის მიცემა. როგორც გაზეთი იტყობინება სტიპენდიებს კი სპონსორობას უწევენ ”უნივერსიტეტის მეგობრები”.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ საბაჟოს და სავაჭრო დეპარტამენტის მინისტრის ჰაიათი იაზიჯის განცხადებით, წლის მეორე კვარტალში თურქეთში სულ გაშენდა 1190 უცხოური კაპიტალის კომპანია. მათგან ყველაზე მეტი გაშენდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების მხრიდან.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი კი იტყობინება, რომ “Pirelli Türkiye’-მ 2014 წლის პირველ ნახევარში ხელთ იგდო 617 მილიონი თურქული ლირის საქონელ ბრუნვა. იანვარ-ნოემბრის პერიოდში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქონელ ბრუნვა გაზარდა 10 %-ით, საპროცენტო და საგადასახადოს წინანდელი მოგება გაზარდა 100 %-ით. Türk Pirelli’-იმ უკანასკნელ 5 წელიწადში საქონელ ბრუნვა გაზარდა 8 %-ით, მოგება კი 57 %-ით.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით კაბადოკიაში ბაირამობის არდადაგების ყველაზე საყურადღებო გასართობად ითვლება ბალონის პარაშუტის ტურები. წელიწადში დაახლოებით ორი-ორნახევარი მილიონი ტურისტი ჩადის კაბადოკიაში. მათში ყველაზე დიდ დაინტერესებას იწვევს საჰაერო ბუშტების ტური.
გაზეთი ”ვათანი” მუღლას მსოფლიო მასშტაბით აღიარებული იზთუზის პლიაჟს უთმობს ადგილს. აღნიშნავს, რომ არდადაგებზე ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებით ივსება პლიაჟი.
ჰამბურგის კინოფესტივალის პრემია დაიმსახურა თურქმა რეჟისორმა და სცენარისტმა ფათი აქინმა. კვლავ წერს გაზეთი ”ვათან”-ი ერთ-ერთ სხვა სტატიაშიც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები