თურქული პრესა 27.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

71980
თურქული პრესა 27.07.2014


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაელ-ჰამასს შორის 12 საათიანი მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ ღაზის შეჯაიეს უბანში შესულებს ისრაელური დაბომბვების საბოლოო სურათი, მხოლოდ ქვის ნანგრევები და ღრმა ორმოებიღა დახვდათ, ასე რომ, ზოგიერთებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ამერიკის მხრიდან ატომურ ბომბ ჩამოგდებულ ხიროსიმას შეადარეს ეს უბანი. მორატორიუმის გამოცხადებისთანავე ამ უბნის მცხოვრებლებმა თავიანთ ყოფილ სახლებს მიაშურეს და ნანგრევებიდან კიდევ ათეულობით დაღუპულის გვამი გამოიტანეს, იტყობინება იენი შაფაკი


ვათანის ცნობით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეიკრიბნენ ამ ქვეყნის, თურქეთის, აშშ-ს და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრები და განიხილეს ისრაელ-ჰამასს შორის შესაძლო გრძელვადიანი მორატორიუმის საკითხი. ამავე სტატიით ისრაელმა 4 საათიანი მორატორიუმი 24 საათამდე გააგრძელა და ეს ვადა ამაღამ დასრულდება, რის შემდეგაც, თუ არ იქნება მიღწეული ახალი შეთანხმება, მაშინ, ისრაელი ახლიდან დაიწყებს თავდასხმებს


მილლიეთი იტყობინება, რომ ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ მოხსნა ბენ გურიონის სახელობის აეროპორტზე ფრენების აკრძალვა, რის კვალდაკვალ ეს აეროპორტი გაიხსნა ფრენებისათვის და თურქული სამგზავრო თვითმფრინავებიც გააგრძელებენ ფრენას მომდევნო აკრძალვამდე


“საბაჟოებზე ხმის მიცემა დაიწყო“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში და მასში ვკითხულობთ: გუშინ, დილის 8 საათიდან თურქეთის 42 სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საბაჟო პუნქტებში უკვე დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა, რაც გაგრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღ, 10 აგვისტოს საღამომდის

სტარის პირველსავე გვერდზე კი “ერდოღანი საფეხბურთო მოედანზეც ლიდერია“ სათაურის სტატიაა გამოქვეყნებული და მასში ვკითხულობთ: პრემიერმა ერდოღანმა გუშინ სტამბოლის ბაშაქშეჰირის უბანში ფატიჰ თერიმის სახელობის საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად გახსნა, რის შემდეგაც ამხანაგური მატჩი გაიმართა ცნობილ ვეტერან ფეხბურთელებსა და არაპროფესიონალებს შორის და 12 ნომრით მოთამაშე ერდოღანმა მოწინააღმდეგის კარში 3 გოლი გაიტანა რა, მისმა გუნდმა ანგარიშით 9:4 გაიმარჯვა

ამავე გაზეთის ერთი სხვა ცნობით აშშ-ში მიმდინარე ახალგაზრდა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე თურქეთის ნაკრების წევრმა, იადროს მტყორცნელმა ემელ დერელიმ 16.55 მეტრის შედეგით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები