13. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

127920
13. 07. 2014. თურქული პრესა

13. 07. 2014. თურქული პრესა
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”სტარ”-ით, რომელიც წერს, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგ, თურქეთი ყველა ღონეს ხმარობს პალესტინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის (AFAD) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (DSÖ) მხრიდან პალესტინის ოფისისთვის გადაგზავნილ იქნა 1,5 მილიონი დოლარი. თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) კი ღაზაში გადააგზავნის მილიონი დოლარის პირველადი დახმარების საგნებს.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით, ისრაელის ღაზაზე განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით, პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბბასი პარასკევს, ერთი დღით ითვალისწინებს თურქეთში ჩასვლას პრეზიდენტ აბდულა გუილის მიწვევით. გათვალისწინებულია აბბასის შეხვედრა პრემიერ ერდოღანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლისთან.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ ნური ელ მალიქმა, რომელმაც ერაყში, თავისი სექტანტური პოლიტიკით, ქვეყანა გაყოფის ზღვარამდე მიიყვანა, ახლა დაიწყო ქურთებთან ბრძოლა.
გაზეთი წერს, რომ 5-მა ქურთმა მინისტრმა ბოიკოტი გამოუცხადა ბაღდადის კაბინეტის სხდომას. ერაყის ქურთისტანის მთავრობის ლიდერმა მესუდ ბარზანიმ კი განაცხადა, რომ მალიქის ნაცვლად, ახალი პრემიერია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ერაყის დაშალა და დაქუცმაცება.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს ბრაზილიის მსოფლიო თასის ფეხბურთის გათამაშების შესახებ, სადაც ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან გერმანია და არგენტინა.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს CEV-ის წევრი სახელმწიფოების ევროპის ლიგის ა ჯგუფის მეექვსე მატჩზე და თურქეთის ეროვნული ქალი ფრენბურთელების წარმატებაზე. აღნიშნავს როგორ მოუგეს მეექვსე ტურში, თურქმა ფრენბურთელებმა 3-0 სლოვენიის გუნდს.
ფინალურ მატჩში, ოთხშაბათს, ისინი შეხვდებიან ბ ჯგუფის ლიდერს გერმანიას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები