თურქული პრესა 08.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

121568
თურქული პრესა 08.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 16 წლის პალესტინელის, მუჰამმედ ებუ ჰუდაირის გატაცებაში და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 6 დაკავებულიდან სამმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ამავე სტატიით, რომელიც ეყრდნობა ისრაელურ გაზეთ ჰაარეცის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დანაშაულის ამღიარებელი სამივე ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მიიყვანა და ჰუდაირის მკვლელობის ინსცენირება გაამეორებინეს


ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით კი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომლის გასვენებაც 13 ივლისს მოხდება


“გვინდა სისხლისღვრა შევაჩეროთ“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მისი მიხედვით ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსს, პროფესორ მეჰმეტ გორმეზს, რომელმაც ეს სიტყვები წარმოთქვა არაბულ ტელეარხ “El Cezire“-სათვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 17 ივლისს ევრაზიაში მოქმედი თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა და კონფლიქტური ქვეყნების მეცნიერთა მონაწილეობით სპეციალურ შეკრებას ჩაატარებენ სტამბოლში და იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრისა და კონფლიქტების შეჩერების საკითხებზე


მილლიეთის ცნობით კი თურქი ხალხის დიდი მეგობარი, ოსმანეთის ისტორიისა და ათათურქის ბიოგრაფიის მკვლევარი, ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსი და მწერალი ანდრეი მანგო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1926 წელს სტამბოლში დაიბადა და ჯერ ინგლისის ანკარის საელჩოში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო შემდეგ მთელი 14 წლის განმავლობაში ინგლისური მაუწყებლობა “BBC“-ის თურქულენოვან გადაცემებს ხელმძღვანელობდა, ხოლო პარალელურად ოსმანეთის ისტორიას და ათათურქის ბიოგრაფიას იკვლევდა რა, მრავალი წიგნი გამოსცა და მრავალი მასალები გამოაქვეყნა ამ თემებზე, წერს მილლიეთი


სტარი პაკისტანურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მალე ახლიდან დაიწყება პაკისტან-თურქეთს შორის სატვირთო მატარებლების მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო 2011 წელს შეწყდა და ეს მატარებლები ჯერ ჯერობით მხოლოდ კონტეინერების გადაზიდვაზე იმუშავებენ


საბაჰის ლონდონელი კორესპონდენტი წერს რომ გუშინ ინგლისის ქალაქ ვადდინგტონში F-16 ტიპის თვითმფრინავებით საჩვენებელი გამოსვლა მოაწყვეს დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა და ამ გამოსვლაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თურქმა პილოტებმაც, რომელთა შოუ-ჩვენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მათ ამ ჩვენებას დიდი ადგილი დაუთმო ინგლისურმა მას-მედიამ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები