თურქული პრესა 28.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

109711
თურქული პრესა 28.06.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ სტამბოლმა რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელზედაც განიხილეს რეგიონალური ორგანიზაციების მზარდი როლი შუამავლობის საკითხებში და ამ თემაზე მოხსენებით გამოვიდა რა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ, რომელიც შეეხო ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებს, თქვა რომ, გაეროს უშიშროების საბჭოს თავის დროზე რომ მიეღო პრევენციული ზომები, მაშინ, ამ ორივე ქვეყანაში ასეთი სავალალო მდგომარეობა არ შეიქმნებოდა, რადგან, უკვე ერთმანეთს გადაება კიდეც ერაყ-სირიაში მოვლენები, რაც კიდევ უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ, მეზობელი და საერთოდ მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე


იენი შაფაკი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ 2014 წლის პირველ 5 თვეში მათ ექსპლოატაციაში გადასცეს 101 ელექტროსადგური, ე.ი. ყოველ ორ დღეში ერთი ელექტროსადგური გადასცეს ექსპლოატაციაში, რაც რეკორდს წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში. მინისტრის თქმითვე გასულ წელს ექსპლოატაციაში გადაცემული ელექტროსადგურების მთლიანი სიმძლავრე წელიწადში 1264 მეგავატს შეადგენდა, როცა მიმდინარე წლის 5 თვეში გადაცემული 101 ელექტროსადგურის სიმძლავრე 2197 მეგავატს შეადგენს, რაც 13%-ით მეტია გასული წლის სიმძლავრეზე. “დღესდღეობით თურქეთში უკვე მთლიანობაში 993 ელექტროსადგური მოქმედებს და მათი მთლიანი სიმძლავრე წელიწადში 66134 მეგავატია, რაც ასევე 21%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით“, განაცხადა ილდიზმა, წერს იენი შაფაკი


მილლიეთი წერს რომ, ანატოლიის ცენტრალურ ქალაქ კაისერის სამხედრო ნაწილის სარემონტო ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მოდერნიზაციის სამუშაოები და მის ფარგლებში M60 T მარკის ტანკს პირველად გაუკეთდა რეაქტიული ჯავშან დაცვის სისტემა და ახლა ამ სისტემას ყველა ტანკზე განახორციელებენ, რითაც თურქული ტანკები ნატოს სტანდარტებზე ავლენ. ამ მოდერნიზაციის გამო თურქეთის შეიარაღებული ძალები აღარ შეისყიდიან ახალ ტანკებს რა, ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვან დანაზოგებს შეიტანენ, წერს მილლიეთი


ჰურრიეთი კულტურის გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს გენერალურ დირექტორ იბრაჰიმ შაჰინთან, რომლის თქმითაც მიმდინარე წლის ახალი სატელევიზიო სეზონიდან, რომელიც სექტემბერში დაიწყება, აპირებენ სატელევიზიო ფილმების მოყვარულებისათვის 30 ახალი სატელევიზიო ფილმის წარდგენას, ამიტომაც საინტერესო სცენარის მქონე პირებს მოუწოდებს, 31 ივლისამდის TRT-ს დირექციას მიაწოდონ სცენარები და მოწონების შემთხვევაში მათ დაუყონებლივ გადაღებას დაიწყებენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები