21. 06. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

101949
21. 06. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ მესამე ხიდის და ჩრდილოეთ მარმარილოს ავტომაგისტრალის პროექტზე მუშაობა მთელი სისწრაფით გრძელდება. ჯერ ისევ მიმდინარეობს ხიდის საბჯენი ფეხების მშენებლობა, რომლის მთლიანი სიმაღლე 320 მეტრს მიაღწევს. მისი დანახვა შესაძლებელი იქნება სტამბოლის ყველა კალთიდან. ჯერ-ჯერობით, მისმა სიმაღლემ 245 მეტრს გადააჭარბა. ხიდის მშენებლობაზე მუშაობს 5.500 პერსონალი, მომავალი თვიდან მოსალოდნელია პერსონალების რაოდენობის 8 ათასამდე გაზრდა.
გაზეთ ”მილლიეთ”-ის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 18-20 ნოემბერს ჩატარებულ "Eurosatory"-ის ფორუმზე, რომელსაც თურქეთიდან 11 ფირმა შეუერთდა, მოპარულ იქნა თურქული სნაიპერის ავტომატი. მექანიკის და ქიმიური მრეწველობის უფლებამოსილთა განცხადებით, გამოფენაზე, დაკეტილ უსაფრთხო ადგილას გატანილი თოფი მოპარულ იქნა სპეციალური გასახსნელის გამოყენებით.
7,62 მმ-ი სიდიდის და 1.200 მეტრის სიშორის მანძილზე ეფექტურ უნარიანობის მქონე Bora 12, 100 %-ით თურქული წარმოებისაა. მისი მომპარავი პიროვნება ვერ გამოიყენებს მას, იმიტომ, რომ იარაღს გამოცლილი აქვს სასროლი აპარატი.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით, ამასრაში, მიწისქვეშა რესურსების გამოკვლევის მიზნით ჩატარებული სამუშაოების დროს, დაფიქსირებულ იქნა 700 მილიონი ტონა ქვანახშირის რეზერვი.
მოსალოდნელია მისი ამოღებით თურქეთის ეკონომიკისთვის 50 მილიარდი დოლარის შემოსავლის შეძენა. ამასრის ანონიმური კომპანიის მენეჯერის ცნობით, ქვანახშირის წარმოებისთვის აქამდე ამასრისთვის 400 მილიონი დოლარი დააბანდეს, იგი 2,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მიზნად ისახავენ წელიწადში 10 მილიონი ტონა ქვანახშირის ამოღებას.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით, ერაყში მიმდინარე ქაოსის გამო, ორ კვირაში 5,5 %-ით იმატა ოქროს ფასმა და მიაღწია 1.322 დოლარს.
ერთი გრამი ოქროს ფასი 83 ლირიდან 90 ლირაზე ავიდა. მდგომარეობამ ოქროს სექტორის წარმომადგენლებიც გააკვირვა.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი წერს, რომ ”თურქული კინოფილმების მეასე წლისთავი”-ს თემაზე წელს 33-ედ ჩატარდება სტამბოლის საერთაშორისო წიგნების TÜYAP-ის ფორუმი. მისი საპატიო სტუმარი იქნება ათილლა დორსაი. ფორუმი ჩატარდება 8-16 ნოემბრის რიცხვებს შორის. ასევე, მოეწყობა დორსაის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი გამოფენა. წარმოდგენილ იქნება სხვადასხვა ღონისძიებებიც.

 



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები