თურქული პრესა 11.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

90789
თურქული პრესა 11.05.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „ჰურიეთი“-თ, რომელშიც მოყვანილია თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემები. გაზეთი იუწყება, რომ სტატისტიკის მიხედვით, თურქეთის ეკონომიკა 2014 წლის პირველ კვარტალში 4,3%-ით გაიზარდა და ექსპორტმა და სახელმწიფო ხარჯებმაც სწრაფად მოიმატა. აქვე ნათქვამია, რომ ექსპორტის პირველ კვარტალში 11,4%-ით გაზრდამ ეკონომიკის ზრდის 4%-იანი პროგნოზის გადაჭარბება გამოიწვია.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ უკრაინის ქალაქ დონეცკში რუსეთის მომხრეებსა და სამთავრობო ძალებს შორის მიმდინარე შეტაკებების გამო, აქ მცხოვრებმა თურქებმა ოჯახის წევრები თურქეთში გააგზავნეს. სტატიის მიხედვით, დონეცკში მცხოვრები 10 თურქი აცხადებს, რომ აქაურობას სამსახურის გამო ვერ ტოვებენ, თუმცა ოჯახები უსაფრთხოებისათვის სამშობლოში გააგზავნეს.

გაზეთ „აქშამ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „8 მილიონი წლის ჩალის გამოქვაბულში ადამიანის სილუეტი აღმოაჩინეს“, რომლის თანახმადაც, გამოსაყენებელი ტერიტორიით მსოფლიოს სიგრძით მეორე, ჩალის გამოქვაბულში, კლდიდან ადამიანის სილუეტი ამოიღეს. დაახლოებით 8 მილიონი წლის გამოქვაბულში აღმოჩენილ სილუეტზე კარგად ჩანს ადამიანის სახე, ცხვირი, პირი, ყბისა და თვალის ნაწილები. მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა იმის გამოსაკვლევად ეს სილუეტი ანტიკურ პერიოდში სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ამოკვეთეს კლდეზე, თუ იგი თავისით შეიქმნა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის TÜRKÖK-ის ფარგლებში წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის სისხლის დონორებისაგან მიღებული 4,5 მილიონი დონორის მონაცემთა ბაზა შეიქმნება, რაც დიდი იმედი იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ღეროვანი უჯრედების მოლოდინში არიან.

გაზეთი „საბაჰი“-ს სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის ფიფას-ს მსოფლიო თასის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ესპანეთისაა. გაზეთის მიხედვით, ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასის მიხედვით ესპანეთის ნაკრების საბაზრო ღირებულება 622 მილიონი ევროა, მას 562 მილიონი ევროთი გერმანიის, 467 მილიონი ევროთი კი ბრაზილიის ნაკრებები მოჰყვებიან.

და ბოლოს, გაზეთი „რადიკალი“ იუწყება, რომ თურქ ბიბლიოთეკართა ასოციაციის და თურქეთის გამომცემელთა გაერთიანების წარმომადგენლები სომაში და მის სოფლებში ჩავლიან, სადაც 13 მაისს მაღაროში მომხდარ ტრაგედიას 301 მაღაროელი ემსხვერპლა, ბავშვებს შეხვდებიან და სკოლის დამთავრების აღსანიშნავად საჩუქრად წიგნებს დაურიგებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები