03. 06. 2014. თურქული პრეს

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

81161
03. 06. 2014. თურქული პრეს


დღევანდელი გაზეთების მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს სტატიას სახელწოდებით:-”ისტორიული შეთანხმება პალესტინაში”. აღნიშნავს, რომ ჰამასსა და ელ ფათიჰის ორგანიზაციას შორის შეთანხმების მიღების შემდეგ, ოფიციალურად დაფუძნდა ეროვნული ერთიანობის მთავრობა.
ეროვნული კონსესუსის ფარგლებში შექმნილი ეროვნული ერთიანობის მთავრობის მინისტრებმა ფიცი მიიღეს რამალლაჰში პრეზიდენტ მაჰმუდ აბბასის წინაშე.
ღაზის პალესტინის ყოფილი ხელისუფლების პრემიერ მინისტრის ისმაილ ჰანიეს განცხადებით კი, მისი პირველადი საქმე იქნება ღაზის ხელახლა აღმშენებლობა და ბლოკადის მოხსნა. მან ღაზისთვის გამოთქმული მხარდაჭერის გამო მადლობა გამოუცხადა თურქეთის, კატარის და ეგვიპტის ჩათვლით მსგავს სახელმწიფოებს.
გაზეთ ”იენი შაფაკ”ის ცნობით მოლდავეთსა და ბელორუსიას შორის დაიწყო უვიზო რეჟიმი. ამ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ამ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ეს არის ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაზრდის სიმბოლური გამოხატულება. გაზეთის ცნობით თურქეთის ხელმოწერილი შეთანხმებების შემდეგ, გაიზარდა უვიზო რეჟიმის წარმმართავი სახელმწიფოების რაოდენობაც.
გაზეთ ”აქშამ”ის ცნობით, ანადოლუს მეწარმეთა წრის ASKON-ის მოწვევით თურქეთში ჩამოსული Stratfor-ის ფუძემდებელის გეორგ ფრიედმანის ”მომავალი ასი წლის”-სახელწოდების წიგნში აღნიშნულია, რომ თურქეთი გადაიქცევა რეგიონალურ ძალად და დღევანდელი მისი პოზიციაც ამართლებს მის მდგომარეობას. მეტად მნიშვნელოვანია თურქეთის ეკონომიკური ზრდა როგორც სახელმწიფოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში. მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური სიმწიფე, რეგიონში სამხედრო ძალის განმტკიცება.
ამჟამად თურქეთის ეკონომიკა ეს არის ევროპის ყველაზე დინამიური და სტაბილური.
გაზეთ ”ჰაბერ თურქ”ის ცნობით, ხვალინდელ თურქულად მოლაპარაკე სახელმწიფოების სამიტზე მონაწილე ქვეყნების მაღალჩინოსნებმა სუპერ ლუქსი ორი იახტით მოაწყვეს ექსკურსია.
გაზეთ ”იენი შაფაკ”ის ცნობით კონფესიის სამმართველოს განცხადებით 2013 წელში 779-მა ადამიანმა ისლამური რელიგია აირჩია. ხელთ არსებული მონაცემების თანახმად მუსლიმანობის გამზიარებელთა შორის ყველაზე მეტი ქალები არიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები