თურქული პრესა 01.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

79012
თურქული პრესა 01.06.2014



მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „სტარი“-თ, რომელშიც მოყვანილია ნაწყვეტები პრემიერმინისტრ რ. თ. ერდოღანის მიერ სატელევიზიო ეთერით მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვიდან. სტატიის მიხედვით, პრემიერმა მიმართვაში განაცხადა, რომ 10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთის დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვინც არ უნდა იქნას არჩეული, თურქეთი 2023 წლისათვის დაგეგმილი მიზნების განხორციელების გზას არ გადაუხვევს.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ ღაზისაკენ მიმავალ გემ „მავი მარმარაზე“ საერთაშორისო წყლებში ისრაელის სამხედროების თავდასხმის მეოთხე წლისთავზე, აღნიშნული ფაქტის დროს დაღუპული 10 აქტივისტის ხსოვნის საპატივცემულოდ, სტამბოლის სულთანაჰმედის მეჩეთის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში რადიკალურად მემარჯვენე პარტიების გამარჯვებამ კოსმოპოლიტური მოსახლეობის სტრუქტურის მქონე ევროკავშირის ქვეყნები შეაშფოთა. საფრანგეთში მარი ლე პიენის გამარჯვება „შემაშფოთებლად“ იქნა შეფასებული. ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, ავსტრიის, დანიისა და ფინეთის მსგავს ქვეყნებში ევროკავშირის მოწინააღმდეგე მემარჯვენე პარტიების მანდატების გაზრდის გამო პარიზში ევროკავშირის მომხრეებმა გამართულ დემონსტრაციაზე ბანერები გაშალეს წარწერებით „ძვირფასო ევროპა, ბოდიშს გიხდით“.

და ბოლოს, გაზეთ „მილიეთ“-ში მოყვანილია ვაჭრობის მინისტრის ჰაიათი იაზიჯის განცხადება, რომლის თანახმადაც, 2014 წლის იანვარ-მარტში თურქეთში უცხოელებმა 199 სააქციო საზოგადოება და 942 შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია დააარსეს. მინისტრის თქმით, უცხოური კომპანიების მიერ თურქეთში დაბანდებულმა საერთო კაპიტალმა 213 მილიონ თურქულ ლირას გადააჭარბა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები