თურქული პრესა 24.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

72561
თურქული პრესა 24.05.2014




მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „საბაჰი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთი „სამოქალაქო ომისაკენ მიექანება. გაზეთის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე პუტინმა აღნიშნა, რომ ყირიმში მსგავსი ვითარება რუსეთის ჩარევის გამო არ მოხდა. აქვე აღნიშნულია, რომ კიევის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ხმა მისცენ „დამოუკიდებლ და დემოკრატიულ უკრაინას“.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ორგანიზაცია „მუსლიმ ძმათა“ 57 წევრი დააკავეს. აქვე ნათქვამია, რომ დედაქალაქ ქაიროს სამხრეთით მდებარე ჰელვანსა და დედაქალაქის უბან მისრულ ჯედიდეში ოპერაციები განხორციელდა, რომელთა შედეგადაც 11 ადამიანი იქნა დაპატიმრებული.

გაზეთი „ზამანი“ იუწყება, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ნიგერიაში მოქმედი, ელ ქაიდასთან კავშირში მყოფი, ბოკო არამი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სტატიის მიხედვით, 250-ზე მეტი მოსწავლე გოგონას გატაცებიდან მეხუთე კვირას მიღებული გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია ბოკო არამის წინააღმდეგ რიგი სანქციები გატარდება.

გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჩინეთში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სარჩელები აღიძრა, გიგანტური სამთომომპოვებელი კომპანია ჰანლოგის მფლობელს, ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ლიუ ჰანსა და მის ძმას „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და ხელმძღვანელობის“ გამო სიკვდილით დასჯა მიესაჯა. აქვე აღნიშნულია, რომ ლიუ ჰანისა და მისი ძმის მთელი ქონება დაყადაღებული იქნა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, ირანში ჰეზბოლას მოსწავლეების სახელწოდების ჯგუფმა, ირანის სასამართლოს მიმართა და საფრანგეთში კანის კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარის ლოყაზე კოცნით მისალმების გამო ირანელი მსახიობის ლეილა ჰათემის ხალხის წინაშე გამათრახება და დაპატიმრება მოითხოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები