პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

2128607
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანთან დაძაბულობაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა.

„აშკარაა, რომ ჩვენ რეგიონში იქნება ახალი დაძაბულობა, თუ ღაზაში ჩაგვრა და გენოციდი არ შეჩერდება“. - თქვა მან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა.

თავის გამოსვლაში იგი შეეხო თეირანსა და თელ-ავივს შორის მზარდ დაძაბულობას და თქვა: „სხვა არავინაა, თუ არა ნეთანიაჰუ, რომელიც ზუსტად 193 დღეა ახორციელებს გენოციდს (ღაზის სექტორში) მთელი მსოფლიოს თვალწინ და რომელიც ავლენს ყველა სახის თავხედობას საზოგადოებრივი ზეწოლის შესამცირებლად. 13 აპრილის ღამის დაძაბულობის (ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე), რომელმაც შეგვაშინა, პირველი მიზეზი ნეთანიაჰუ და მისი თვალებჩასისხლიანებული ხელისუფლებაა“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთმა, განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაზარდა კონტაქტები, რათა ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტა უკანა პლანზე არ იქნას გადატანილი.

„ცეცხლზე ნავთის დასხმა და ნეთანიაჰუს ხელისუფლების გამუდმებით განებივრება არავის კარგს არ მოუტანს. აშკარაა, რომ ჩვენ რეგიონში იქნება ახალი დაძაბულობა, თუ ღაზაში ჩაგვრა და გენოციდი არ შეჩერდება“. - აღნიშნა პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები