ჰაქან ფიდანი ხვალ კატარში მიემგზავრება
ჰაქან ფიდანი ხვალ კატარში მიემგზავრება
2128187
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ხვალ სამუშაო ვიზიტით, კატარში მიემგზავრება.
საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი მინისტრი, 2024 წლის 17 აპრილს ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჩვენი მინისტრი შეხვდება კატარის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანის. კოლეგები, შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე პალესტინაში არსებულ ვითარებას და რეგიონულ მოვლენებს“.