პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას რამადან ბაირამი მიულოცა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას რამადან ბაირამი მიულოცა

2126275
პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას რამადან ბაირამი მიულოცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ღაზას სექტორში 45 ათას ტონაზე მეტი დახმარების მასალა გაგზავნა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაული გავრცელებული ვიდეომესიჯით მიულოცა.

თავის გზავნილში ერდოღანმა თქვა: „როგორც თურქეთმა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ რთულ დროს ვდგავართ პალესტინელი ხალხის გვერდით იმით, რომ ამ დროისთვის რეგიონში გაგზავნილი დახმარების საერთო რაოდენობა აღემატება 45 ათას ტონას. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას სამომავლოდაც, მაშინ, როცა ღაზაში სისხლის ღვრა შეჩერდება და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო ჩამოყალიბდება, რომლის საზღვრებიც, 1967 წლის მიხედვით იქნება განსაზღვრული და, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმია“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მისალოც მესიჯში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ჩვენ არ ვაძლევთ მოსვენებას ტერორისტულ ორგანიზაციებს, PKK-დან დაწყებული  FETÖ-მდე, დაეში-ს ჩათვლით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი ხალხის მშვიდობას“.



მსგავსი ინფორმაციები