პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა

2119296
პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მის ქვეყანაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ერდოღანმა რუს კოლეგა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კომუნიკაციების დირექტორატის სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის მიხედვით, პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრისას ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოუცხადა პუტინს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო.

მან უმკაცრესად დაგმო უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერორისტული თავდასხმა, მწუხარება გამოთქვა, მიუსამძიმრა რუს ხალხს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმამ რეგიონში კრიზისების მშვიდობიანად რაც შეიძლება მალე დასრულების აუცილებლობა გამოავლინა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის ყველა სახის ტერორიზის წინააღმდეგ ბრძოლაში განავითაროს თანამშრომლობა რუსეთთან.

22 მარტს, საღამოს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში "Crocus City Hall"-ში შეიარაღებულმა პირებმა ტერაქტი განახორციელეს.

თავდამსხმელებმა დარბაზში ავტომატური იარაღით ცეცხლი გახსნეს.

შენობის სახურავზე, სადაც საკონცერტო დარბაზი იყო, ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ხნის შემდეგ სახურავი ჩამოინგრა.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #პუტინი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები