მინისტრი ფიდანი ქირშეჰირში მოქალაქეებს შეხვდა

იფთარის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას ფიდანმა თქვა, რომ თურქეთმა 21 წელიწადში დიდ პროგრესს მიაღწია და ამის მოწმე ყველა გახდა

2117661
მინისტრი ფიდანი ქირშეჰირში მოქალაქეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი რთულ რეგიონში სიცოცხლისთვის საშიში კრიზისების მიუხედავად, მისი რეგიონის თაოსნობით მთელ მსოფლიოში აგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას.

მინისტრი ფიდანი ქირშეჰირში მოქალაქეებს შეხვდა.

იფთარის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას ფიდანმა თქვა, რომ თურქეთმა 21 წელიწადში დიდ პროგრესს მიაღწია და ამის მოწმე ყველა გახდა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არიან საღი აზრის, სამართლიანობისა და სინდისის ხმა იმ კრიზისების, კონფლიქტებისა და ომების ფონზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს.

"ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ჩვენი ქვეყნით თამაშს“.  - თქვა მინისტრმა.

იგი შეეხო ღაზაში ისრაელის მხიდან განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა პალესტინელების მიმართ.

ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მთელი ძალით აგრძელებენ ძალისხმევას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ზოგიერთები ხმას არ იღებენ ღაზაში ისრაელის სისასტიკის წინააღმდეგ და განაცხადა: „ჩვენ, თურქეთმა, თავიდანვე თქვა: სასწრაფოდ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში. ჰუმანიტარული დახმარება უნდა შევიდეს რეგიონში შეუფერხებლად და სამართლიანობა უნდა აღსრულდეს. ჩვენმა პალესტინელმა ძმებმა უნდა მიიღონ თავიანთი სუვერენული სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“.



მსგავსი ინფორმაციები