პრეზიდენტი ერდოღანი მერსინის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი, ადგილობრივი არჩევნების სამუშაოების ფარგლებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მერსინის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა

2112526
პრეზიდენტი ერდოღანი მერსინის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აქქუიუს ატომური ელექტროსადგურის ყველა რეაქტორი ექსპლუატაციაში 2028 წლისთვის შევა.

პრეზიდენტი ერდოღანი, ადგილობრივი არჩევნების სამუშაოების ფარგლებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მერსინის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა: „აქქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, გრძელდება... ელექტროსადგურის ყველა რეაქტორი ექსპლუატაციაში 2028 წლისთვის შევა“.

მან დასძინა, რომ თურქეთი მისი მმართველობის პერიოდში თავის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ გამოწვევს გაუმკლავდა და დაამატა: „ეს ეტაპები წარმატებულად გავიარეთ და ჩვენ მუდმივად მივდივართ უფრო დიდი მიზნებისკენ. თავდაცვის ინდუსტრიაში ლოკალურობის მაჩვენებელი 20 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გავზარდეთ“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი მომდევნო პერიოდში მსოფლიოში სრულიად განსხვავებულ ადგილზე დადგება.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები